


| ქალი და მამაკაცი |







საქართველოსთან პრობლემები არ გვაქვს, - რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინგუშეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა იუნუს-ბეკ ევკუროვმა განაცხადა.
მისი თქმით, ინგუშეთში შესანიშნავი ქართული დიასპორა არსებობს.
"ისტორიულად ჩვენ ყოველთვის კეთილმეზობლური ურთიერთობა გვაკავშირებდა. ამ ქვეყანასთან 82 კმ-იანი საზღვარი გვაქვს, შესაბამისად, ისტორიულად ჩვენ მუდმივადვ კარგად და მეგობრულად ვცხოვრობთ. საგარეო პოლიტიკა ჩვენ არ გვეხება", - განაცხადა ევკუროვმა.
მისივე თქმით, საქართველოს სასაზღვრო რაიონების მცხოვრებლები ინგუშებს ჰაჯის პერიოდში ყოველთვის ეხმარებიან.
"ჩვენი მომლოცველები ჰაჯზე მოგზაურობისას ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტიდან ნორმალურად გადაადგილდებიან. არასოდეს პრობლემები და დაძაბული ურთიერთობა არ გვქონია, ყოველთვის იყო მხოლოდ მხარდაჭერა", - აღნიშნა ევკუროვმა.
რესპუბლიკის მეთაური ასევე მადლობას უხდის საქართველოს კულტურის სამინისტროს ინგუშეთში განლაგებული უძველესი ტაძრის ფრაგმენტების რესტავრაციასა და დაბრუნებაში გაწეული დახმარებისთვის.
"საქართველოს მუზეუმში ინახებოდა ფრაგმენტები – ინგუშეთში მდებარე უძველესი ქრისტიანული ტაძრის 6 ქვა. რესტავრაციის შემდეგ ერთ-ერთმა ქართულმა მუზეუმმა ისინი ჩვენ გადმოგვცა", - აღნიშნა ევკუროვმა.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე










გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 















































































































































































