asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ქართველი 19-წლამდელი ფეხბურთელები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდნენ
წარმატება
ქართველი 19-წლამდელი ფეხბურთელები ელიტ რაუნდში პირველი ადგილით გავიდნენ

2011-11-16 18:09:00



თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირში 19 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მე-9 ჯგუფში, საქართველოსა და ლუქსემბურგის დასკვნითი მატჩი გიორგი დევდარიანის შეგირდებმა 2:0 მოიგეს. პარალელურად მიმდინარე შეხვედრა თურქეთისა და პოლონეთის ნაკრებებს შორის 2:2 დასრულდა. შედეგად, ქართველები ელიტ-რაუნდში ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით გავიდნენ.

დევდარიანის გუნდმა დისკვალიფიცირებული გიორგი ჭანტურიას გარეშე ითამაშა, მაგრამ ლიდერობა საკუთარ თავზე არნემის “ვიტესის” სხვა შემტევმა - ვაკო ყაზაიშვილმა აიღო, რომელმაც დუბლი მიითვალა. მან მეტოქის კარი სამი წუთის განმავლობაში ორჯერ აიღო და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა. სხვათა შორის, ყაზაიშვილი, რომელსაც წინა შეხვედრებში თავი არ გამოუჩენია, ორი გატანილი გოლით საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი აღმოჩნდა. აქვე გეტყვით, რომ 2009 წელს დევდარიანმა ელიტ-რაუნდში 17-წლამდელები გაიყვანა, ხოლო ამჯერად ანალოგიურ შედეგს 19-წლამდელებთან ერთად მიაღწია.
ლუქსემბურგი – საქართველო 0:2 (0:0)
ლუქსემბურგი: ფრიზინგი, მოოსი, შპელერი, ზიბენალერი, ფილიპსი, მასტრანჯელო (ლუისი, 60), ბასტოსი, დრაგოვიჩი, დიიდა, რაფაელ დე სოუზა (კ), ჯეკსონი.
მთავარი მწვრთნელი: რეინჰოლდ ბროი.
საქართველო: ლეგაშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, ხოჭოლავა, სანდოხაძე, ტვილდიანი (კ), გიგაური, ყაზაიშვილი, სხირტლაძე (კალანდია, 77), რუხაძე (გელაშვილი, 37), პაპავა (რეხვიაშვილი, 58), პარუნაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გოლები: 1:0 ყაზაიშვილი (71), 2:0 ყაზაიშვილი (74)
გაფრთხილება: მოოსი (20), ხოჭოლავა (25), ბასტოსი (39), ტვილდიანი (56), სანდოხაძე (68), ლუისი (86)
მთავარი მსაჯი: ოლივერ დრახტა (ავსტრია)

 

1 საქართველო 3 2 1 0 6-2 7

2 თურქეთი 3 1 2 0 6-3 6

3 პოლონეთი 3 1 1 1 5-6 4

4 ლუქსემბურგი 3 0 0 3 1-7 0

 

ლაშა თაბაგარი

 

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: გიორგი დევდარიანი
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online