| ქალი და მამაკაცი |

თბილისმა და მოსკოვმა რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში (ვმო) გაწევრიანების შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგი კაპანაძემ ქართულ ტელეკომპანიებს განუცხადა. ასევე, შეთანხმების გაფორმება სააგენტო "ინტერფაქსს" დაუდასტურა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე მაქსიმ მედვედკომ.
მისი თქმით, მხარეებს შორის დოკუმენტების პაკეტი გაფორმდა.
~პირველი დოკუმენტი არის ორმხრივი შეთანხმება საქართველოსა და რუსეთის მთავრობებს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და სავაჭრო ბრუნვის მონიტორინგის შესახებ. შეთანხმება საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვაზე საერთაშორისო მონიტორინგს ითვალისწინებს. აქ იგულისხმება პირველ რიგში ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი~, - განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, მეორე შეთანხმებით განისაზღვრა, რომ მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანია ანგარიშვალდებული შვეიცარიის წინაშე იქნება. მხარეებს შორის გაფორმებული მესამე შეთანხმება კი გულისხმობს ნოტების გაცვლას მონიტორინგის განმახორციელებელი კომპანიის მოქმედების პირობებთან დაკავშირებით.
~რუსეთის და საქართველოს მოქალაქეებს არ ექნებათ უფლება იყვნენ მონიტორები. მონიტორებს ექნებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება და სხვა. ამით ორმხრივი მოლაპარაკებები დასრულდა. მოხარულები ვართ, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახერხა ყოყმანისა და ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილების მიღება და დათანხმება. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან პირველად ხდება საერთაშორისო მონიტორინგის დაწესება იმ ტვირთბრუნვაზე, რომლიც არის საქართველოსა და რუსეთს შორის~, - განმარტა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
საქართველო ვმო-სთან დაკავშირებით შვეიცარიის კომპრომისულ წინადადებას ოქტომბრის დასაწყისში დათანხმდა. მოგვიანებით, თანხმობა რუსეთმაც განაცხადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში 7 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ განაცხადა, რომ მხარეებს შორის გაფორმებულ დოკუმენტში მოხდება სამივე სავაჭრო დერეფნის გეოგრაფიული ადგილმდებარეობების განსაზღვრა. კერძოდ, შეიქმნება სამი სავაჭრო დერეფანი - ფსოუ-ზუგდიდის, როკი-გორისა და ლარსის, რომლებზეც ტვირთბრუნვას შვეიცარიული მხარის მიერ შერჩეული კერძო აუდიტორული კომპანიები გააკონტროლებენ.
საქართველომ და რუსეთმა რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2011 წლის მარტში დაიწყეს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 






































































































