asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველო, აზერბაიჯანი და ჩინეთი შესაძლოა მალე ქალების გარეშე დარჩნენ
ეგღა გვაკლდა!
საქართველო, აზერბაიჯანი და ჩინეთი შესაძლოა მალე ქალების გარეშე დარჩნენ

2011-11-09 13:19:00



საქართველო, აზერბაიჯანი და ჩინეთი შესაძლოა მალე ქალების გარეშე დარჩნენ.
აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური სააგენტოები ბრიტანულ გამოცემა "THE TELEGRAPH"-ზე დაყრდნობით ავრცელებენ, რომლის თანახმად, ყოველწლიურად მსოფლიოში აბორტების შედეგად 160 მილიონი მდედრობითი სქესის ემბრიონი იღუპება. შესაბამისად აღნიშნულ ქვეყნებში ოჯახების შექმნის რაოდენობაც მცირდება.

სტატისტიკის თანახმად, ინდოეთში 120 ბიჭი და 100 გოგონა იბადება. დისბალანსის სიას ვიეტნამი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სერბეთი და ბოსნია მოყვება.
ინდოეთის მთავრობამ სქესის შერჩევით აბორტების გაკეთება უკვე აკრძალა. ჩინეთში მდედრობითი სქესის წარმოამდგენელთა სიმცირის გამო მამაკაცები დასაოჯახებლად ქალებს საზღვარგარეთ ეძებენ.
დემოგრაფები ვერ საზღვრავენ თუ როგორ შედეგს მიიღებს სამყარო სქესთა დისბალანსით, თუმცა ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ თუ არსებული ვითარება არ შეიცვლება, სექს-ტურიზმი უფრო ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს ვიდრე დღეს არის.



Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online