| ქალი და მამაკაცი |

სეპარატისტულ აფხაზეთში მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის მიღწეული შეთანხმება მდინარე ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის დამყარების შესახებ აფხაზეთის ე.წ. ნაციონალურ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. საერთაშორისო მონიტორინგს აფხაზეთში მოქმედი რესპუბლიკური პარტია "სახალხო ერთიანობის ფორუმი" და ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე ე.წ. ვეტერანების პარტია "არუაა" აპროტესტებენ. სეპარატისტები უკმაყოფილებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულმა მხარემ ეს გადაწყვეტილება აფხაზურ მხარესთან წინასწარი კონსულტაციის გამართვის გარეშე მიიღომ ვინაიდან ყოველივე ეს "აფხაზეთის სუვერენიტეტთან არის პირდაპირ კავშირში". ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
"სავარაუდო საერთაშორისო მონიტორინგმა არავინ შეცდომაში არ უნდა შეიწყვანოს. საქართველო ცდილობს არა მხოლოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გაკონტროლებას, არამედ ამ დამოუკიდებელი ტერიტორიების თავისი იურისდიქციის ქვეშ დაბრუნებას. ამით იქმნება პრეცედენტი დამოუკიდებელი სახელმწიფოს სტატუსის დადაბლებისა და ამის გარანტად საერთაშორისო არენაზე რუსეთის ფედერაცია გამოდის", _ნათქვამია "სახალხო ერთიანობის ფორუმის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვეტერანთა პარტია კი საქართველოსა და რუსეთს შორი მიღწეულ ამ შეთანხმებას "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გაუქმებისკენ მიმავალ გზაზე ქართული მხარის მიერ გადადგმულ პირველ ნაბიჯად" აფასებს.
ვეტერანები ე.წ. ქვეყნის ხელისუფლბისგან "მიმდინარე მოვლენების შეფასებასა და აფხაზეთის სუვერენიტეტის დაცვისაკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ".

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 





































































































