asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველომ რუსეთი დასცა
პატარა ბორჯღალოსნებმა ტიტული დაიცვეს
საქართველომ რუსეთი დასცა

2011-11-05 19:05:17



რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალში რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ტიტული დაიცვა. შეგახსენებთ, რომ შარშან ქართველმა 19-წლამდელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში სწორედ რუსეთის ნაკრები გაანადგურეს _ 38:7. თავდაპირველად რუსები 6:0 დაწინაურდნენ, შემგედ ჩვენებმა ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, მეორე ტაიმში კი ლელო–გარდასახვით 10:6 დაწინაურდნენ, თუმცა რუსებმა ჯარიმით სხვაობა მინიმუმადე დაიყვანეს. ქართველებმა ისევ შეუტიეს მეტოქეს და მალევე მეორე ლელოც მიაყოლეს, რასაც თან გარდასახვა დაურთეს და 17:9 დაწინაურდნენ. რუსები ჩვენს ჩასათვლელ მოედანს ვერ უახლოვდებოდნენ და ქულების მოპოვებას მხოლოდ ჯარიმებით ცდილობდნენ. ერთ–ერთი ასეთი მცდელობისას სხვაობა შეამცირეს, თუმცა პატარა ბორჯღალოსნებმა ჯარიმითვე უპასუხეს და სტატუქვო აღადგინეს _ 20:12. დარჩენილ დროში ჩვენებმა ანგარიშისა და ტიტულის შენარჩუნება იოლად მოახერხეს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online