| ქალი და მამაკაცი |

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, რუსეთის ვმო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ქართულმა მხარემ ოპტიმალურ შედეგს მიაღწია. საყვარელიძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას ქართული მხარის მოქმედება ამ მოლაპარაკებებში რეალისტურად შეაფასა.
"ქართული მხარეს მოქმედებას ვაფასებ როგორც რეალისტურს, რადგან როგორც ეკონომიკური ექპერტები მიუთითებენ, ამ პროცესში ქართული მხარისთვის პოლიტიკური დივიდენდების მიღება ძნელი იქნებოდა. თუ ძალიან გაართულებდა ქართული მხარე ამ პროცესს შეიძლებოდა სასურველი პარტნიორების უკმაყოფილება გამოგვეწვია ისეთი, რომ გაგვფუჭებოდა ურთიერთობა. ასე რომ, ამ შემთხვევაში შედეგი შეიძლება ითქვას ოპტიმალურია. აფხაზეთის და ოსეთის ტერიტორიებს ამ მოლაპარაკებების ფარგლებში ნამდვილად ვერ დავიბრუნებდით", - განაცხადა საყვარელიძემ. მისი თქმით, მიღწეული ხელშეკრულებით საქართველოს უფლებები აღიარებული იქნა იმს აზღვრებში რაზედაც არის ლაპარაკი. "ეს ვთვლი რომ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი მოგებაა ამ ფარგლების მოლაპარაკებებისთვის", - აღნიშნა პოლიტოლოგმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის დელეგაციებმა ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებზე რუსეთის ვმო-ში გაწევრიანების პროექტთან დაკავშირებით ორმხრივ შეთანხმებას მიაღწიეს.
შეთანხმება სავაჭრო ტვირთებისს ადმინისტრირების საკითხს გულისხმობს. ქართული მხარის პოზიცია წარმოადგენდა შვეიცარიული მხარის წინადადების დათანხმებას რომელიც როკსა და ფსოუზე საერთაშორისო მონიტორინგის განხორციელებას ითვალისწინებს.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 



















































































































