| ქალი და მამაკაცი |

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით მოსკოვსა და თბილისს შორის შეთანხმება შედგა . ამის შესახებ რუსული მხარის დელეგაციის ხელმძღვანელმა, მაქსიმ მედვედკოვმა "ინტერფაქსს" განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მხარეებს შორის ორმხრივი შეთანხმების პროექტი უკვე არსებობს, ხოლო გადამწყვეტი ამ მხრივ 2 ნოემბერს გამართული კონსულტაციები იყო.
"მოხარული ვართ, რომ საქართველო მხარს უჭერს პროექტს და შეთანხმება მიღწეულია," - განაცხადა მედვედკოვმა. მან აღნიშნა, რომ შეთანხმების პროექტი "ეფუძნება მათ მიერ შეთავაზებულ კონცეფციას და რუსეთის პოზიციას არ ეწინააღმდეგება".
"პროექტი შეესაბამება რეგიონში არსებულ რეალობას და არ ეწინააღმდეგება ვმო-ს წესებს," - განაცხადა მედვედკოვმა.
მისივე თქმით, დოკუმენტი სავაჭრო აუდიტის მხოლოდ დამოუკიდებელი კომპანიის მიერ წარმოებას ითვალისწინებს.
საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე ფუნდამენტურად განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა და ამის სანაცვლოდ გარკვეულ ეკონომიკურ წინაპირობებს აყენებდა.
რამდენიმეთვიანი მოლაპარაკების შემდეგ, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე შვეიცარიის მიერ შეთავაზებულ კომპრომისულ წინადადებას დათანხმდა.
ქართული მხარის განმრტებით, ეს არის კომპრომისული შემოთავაზება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე შემოსული ყველა ტვირთის საერთაშორისო მონიტორინგი, რაც ამ ხნის განმავლობაში არ ხდებოდა. მონიტორინგი სპეციალური მონიტორების მიერ განხორციელდება. აგრეთვე, მიღწეულია შეთანხმება ტექნოლოგიაზე, რომლის საშუალებითაც ინფორმაციის გაცვლა მოხდება.
მოლაპარაკების ბოლო რაუნდი ჟენევაში 9-10 ნოემბრისთვის არის დანიშნული. ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხს 153 ქვეყანა მინისტერიალზე 15 დეკემბერს განიხილავს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 





































































































