asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების თემაზე დღეს ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი გაიმართება
ვიდეოხიდი
ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების თემაზე დღეს ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი გაიმართება

2011-11-01 09:00:00



საერთაშორისო პრეს-ცენტრ "რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში დღეს, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების თემაზე ვიდეოხიდი თბილისი-მოსკოვი გაიმართება . ვიდეოხიდის თემაა "რუსეთის გაწევრიანება ვმო-ში: პლუსები და მინუსები საქართველოსა და რუსეთისთვის".
საქართველოდან ვიდეოხიდის მონაწილეები იქნებიან ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, ფრაქცია ~სამართლიანი საქართველოს~ წევრი, დეპუტატი პეტრე მამრაძე, ~თავისუფალი საქართველოს~ ლიდერი კახა კუკავა, ერეკლე II-ს ფონდის პრეზიდენტი არჩილ ჭყოიძე.
მოსკოვიდან კი ჩაერთვებიან პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის გენერალური დირექტორი სერგეი მიხეევი, ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საინფორმაციო ბიუროს დირექტორი ალექსეი პორტანკი და პოსტსაბჭოთა სივრცის შესწავლის ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ალექსანდრ კარავაევი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online