asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

რუსეთი საქართველოს შეთავაზებას შეისწავლის
პასუხი
რუსეთი საქართველოს შეთავაზებას შეისწავლის

2011-10-27 19:57:00



ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუსეთი შეისწავლის საქართველოს შეთავაზებას, რომელიც შვეიცარიის შუამავლობით გადაეცა .
"რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომლის ვინაობაც არ სახელდება.
"დღეისათვის რუსეთი ამ შემოთავაზებას შეისწავლის და უახლოეს მომავალში საკუთარ პოზიციას წარმოადგენს", – აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.
რუსული მედიის ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ განაცხადა, რომ საქართველომ რუსეთს ახალი პირობები შესთავაზა, რომლის შესრულების შემთხვევაში, საქართველო ვმო-ში რუსეთის გაწევრიანებას დათანხმდება.
ქართული მხარის მოთხოვნაა, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში სავაჭრო მონიტორინგის დაწესება. კაპანაძის თქმით, საუბარია საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მონიტორინგის განხორციელებაზე.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online