asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველო პირველ ადგილზეა ქონების რეგისტრაციის სიმარტივით
"ბიზნესის წარმოება 2012"-ის მიხედვით
საქართველო პირველ ადგილზეა ქონების რეგისტრაციის სიმარტივით

2011-10-20 11:24:00



კვლევა "ბიზნესის წარმოება 2012"-ის მიხედვით, საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა ქონების რეგისტრაციის სიმარტივით.
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) და მსოფლიო ბანკის ახალი კვლევის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპა და ცენტრალური აზია ზედიზედ უკვე მეცხრე წელია ლიდერობენ ბიზნესის მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესების სფეროში.
დღეს გამოქვეყნებული კვლევა ~ბიზნესის წარმოება 2012: ბიზნესის წარმოება უფრო მეტად გამჭვირვალე მსოფლიოში" აფასებს 183 ქვეყანაში მარეგულირებელი გარემოს გავლენას კომპანიებზე. კვლევა ახდენს ქვეყნების კლასიფიცირებას სამეწარმეო გარემოს რეგულირების 10 სფეროში, მათ შორის როგორიცაა ბიზნესის დაწყება, გადახდისუუნარობის საკითხის გადაწყვეტა და საგარეო ვაჭრობა. კვლევის მეთოდოლოგია წელს გაფართოვდა და მოიცვა ელექტროენერგიით მომარაგების მაჩვენებელიც.
ახალ კვლევაში საქართველომ მაჩვენებელი კიდევ ერთი პოზიციით გაიუმჯობესა. ქვეყანა ამჟამად 183 ქვეყანას შორის მე-16 ადგილზეა.
"მეთოდოლოგიაში შეტანილი ცვლილებების და ახალი ინდიკატორის - ელექტროენერგიით მომარაგების, დამატების შედეგად კვლევაში "ბიზნესის წარმოება 2011" ადგილები ხელახლა გადანაწილდა და შარშანდელი მე-12 ადგილი მე-17 ადგილით შეიცვალა. საქართველო ლიდერობს რეგიონში ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით და რჩება რეგიონის ერთადერთ გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნად, რომელიც პირველ ოცეულში შედის და ყველაზე მოწინავე ადგილზეა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის. კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო 2005-2011 წლებში ყველაზე წარმატებული იყო სამეწარმეო გარემოს ეფექტიანად რეგულირების თვალსაზრისით~, - აცხადებენ კვლევის ავტორები.
კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველომ განაგრძო რეფორმების ფართომასშტაბიანი პროგრამა სამეწარმეო საქმიანობის დაწყების გამარტივებით და კრედიტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდით. 2005 წლის შემდეგ ქვეყანამ შემოიღო ახალი სამეწარმეო და საბაჟო კანონმდებლობა, განაახლა ქონების რეესტრი, განაგრძო ფართომასშტაბიანი სასამართლო რეფორმა და შექმნა საკრედიტო ბიურო.
~საქართველომ ბიზნესის მარეგულირებელი რეფორმა განახორციელა შემდეგ სფეროებში: ბიზნესის დაწყება, კრედიტის მიღება (სამართლებრივი უფლებები), ინვესტორების დაცვა და გადასახადების გადახდა. საქართველო ოთხი ინდიკატორით პირველ ათეულში შედის და წელს პირველად, მსოფლიოში პირველ ადგილზეა ქონების რეგისტრაციის თვალსაზრისით~, - აღნიშნულია კვლევაში.
კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველომ გაამარტივა ბიზნესის დაწყება სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადასახდელად ბანკში მისვლის მოთხოვნის გაუქმებით; ქვეყანამ აამაღლა კრედიტებზე ხელმისაწვდომობა სამოქალაქო კოდექსში შეტანილი ცვლილებით, რომლის თანახმადაც, გაიზარდა გირაოდ გამოსაყენებელი აქტივების ჩამონათვალი; საქართველომ გააძლიერა ინვესტორთა დაცვა დაინტერესებულ მხარეებს შორის გარიგებების დამტკიცებასთან დაკავშირებული საჭირო მოთხოვნების შემოღებით; ქვეყანამ ასევე გააადვილა გადასახადების გადახდა კომპანიებისთვის დღგ-ს ანგარიშგების გამარტივებით და ელექტრონული დეკლარირებისა და გადასახადების გადახდის შემოღებით.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online