| ქალი და მამაკაცი |

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ღვთისმშობელს საქართველოს გამთლიანება შესთხოვა.
ღვთისმშობლის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დიდუბის ღვთისმშობლის შობის ტაძარში წირვა დასრულდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ქადაგების დროს ღვთისმშობლის მიერ საქართველოს მფარველობაზე და მის მიერ მოხდენილ სასწაულებზე ისაუბრა.
პატრიარქმა ბრძანა, რომ უფალმა ღვთისმშობლი გამოარჩია და მის მიერ იშვა ძე ღვთისა. უწმინდესმა აღნიშნა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მთელი სამყაროს და განსაუთრებით, საქართველოს მფარველია, რადგან ჩვენი ქვყანა ღვთისმშობლის წილხვედრია.
"მაცხოვარი ხედავდა, რომ საქართველო შეინახავდა მართლმადიდებლობას", - ბრძანა უწმინდესმა.
კათოლიკოს-პატრიარქმა შესთხოვა ღვთისმშობელს, გადმოაფაროს საფარველი საქართველოს, დაგვიბრუნოს აფხაზეთი და სამაჩაბლო, გაამთლიანოს ქვეყანა და დათრგუნოს "ყოველი მბრძოლი და მტერი საქართველოსი".
ამასთან, უწმინდესმა აღნიშნა, რომ ხვალ, 15:00 საათზე, კვიპროსის ეკლესიის მეთაური, მთავარეპისკოპოსი ქრიზოსთომოსი ჩამობრძანდება. 15.30 საათზე კი კვიპროსის ეკლესიის მეთაურს სამების ტაძარში მიიღებენ. უწმინდესმა მიმართა მრევლს, ვისაც შესაძლებლობა ექნება, დახვდნენ მთავარეპისკოპოსს ქრიზოსთომოს და მისგან კურთხევა მიიღონ.
დღეს, 19:00 საათზე კი ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი სნეულ და შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს დალოცავს.
დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარში დღეს წირვაზე მიაბრძანეს ივერის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც ათონის მთაზე ერთ-ერთი სკიტის ბერების მიერ არის დაწერილი.
ხატი ივერის ღვთისმშობლის სახელობის მახათას მთის მონასტრის წინამძღოლის მამა საბა კუჭავას კურთხევით, საქართველოს ტაძრებში მოსალოცად დაბრძანდება. ხატმა უკვე რამდენიმე ტაძარი მოილოცა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 





































































































