asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვინ არის ეს საყვარელი ბიჭუნა?
ბერა საქართველოში ჩნდება
ვინ არის ეს საყვარელი ბიჭუნა?

2011-09-15 09:06:04



აქამდე არაფერი ვიცოდით მის შესახებ, ამ ბოლო დროს კი მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საქართველოში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ის რამდენჯერმე გამოჩნდა საზოგადოების წინაშე და მალე დაიპყრო მსმენელის გული. უკვე საუბრობენ მის ნიჭზე და ქარიზმაზე, რომელიც თვალში საცემია. მიუხედავად იმისა, რომ ბერა ჯერ ძალიან ახალგაზრდაა მას მთელ მსოფლიოში იცნობენ. ის ქართველია და სისხლის ყივილმა სამშობლოში დააბრუნა. ბერა ივანიშვილმა "პრაიმტაიმს" განუცხადა: – თავიდან, როცა სიმღერა დავიწყე, მსუბუქი და პოეტური რეპი მაინტერესებდა, მძიმე რეპს ვერ ვუსმენდი... რეპისადმი ჩემი განსაკუთრებული დამოკიდებულება ბუნებრივად მოვიდა. ახსნა არ შემიძლია. ყველა ტექსტს, რასაც ვრეპავ, მე ვწერ. საერთოდ კი, სანამ გარეპვას დავიწყებდი, პოეზიით მანამდე დავინტერესდი. 12 წლის ასაკში საფრანგეთში პოეზიის კონკურსიც კი მოვიგე. ლექსებს ქართულ ენაზეც ვწერ. პატარა რომ ვიყავი, ჩემი ლექსების კრებული გამოიცა, მაგრამ შეზღუდული ტირაჟით. მახსოვს, ავად ვიყავი, თან იმ დღეს ჩემი დის დაბადების დღე იყო და პირველი ლექსი ჩემს დას მივუძღვენი. მერე კი მივყევი ლექსების წერას და ღამეებსაც კი ვათენებდი.

ვინ არის ეს საყვარელი ბიჭუნა?

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online