| ქალი და მამაკაცი |

რუსეთი არ აპირებს მიმართოს საქართველოს რუსეთში ქართული ღვინისა და მინერალური წყლის მიწოდების აღდგენის მოლაპარაკებებების დაწყების ინიციატივით, - ამის შესახებ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშენკომ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის ინტერესი საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციისადმი ისეთივეა, როგორიც ბურკინა ფასოს პროდუქციისადმი. "ის მოცულობა, რომელიც თეორიულად შეუძლია ამ ქვეყანამ რუსეთს მიაწოდოს არის მიზერული და ძალიან მცირე ჩვენი სამომხმარებლო ბაზრისთვის", - განუცხადა ონიშენკომ „ინტერფაქსს". მისი თქმით, ქართული მხარის განცხადება იმასთან დაკავშირებით, მათ ვინმემ უნდა მიმართოს, „ეს იმის მანიშნებელია, რომ ვიღაცას ცხოვრების სიურეალისტური აღქმა აქვს". ონიშენკო აცხადებს, რომ როსპოტრებნადზორში შედის მიმართვები ქართული ღვინისა და მინერალური წლის მიწოდების აღდგენის შესახებ. „ამ მიმართვებს ჩვენ ვპასუხობთ: მობრძანდით გეთაყვა, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, დაარეგისტრირეთ თქვენი პროდუქცია და ივაჭრეთ. თუ ის შესაბამისი იქნება რუსეთის ნაციონალური მოთხოვნებისადმი არავითარი შეფერხება არ იქნება", - აცხადებს ონიშენკო. მისივე თქმით, ნათელია, რომ რუსული მხარის სურვილი უპასუხოს საქართველოს ხალხისა და ბიზნესის ინტერსებს, „ე.წ. ხელისუფლება ცდილობს გამოიყენოს რათა მორიგჯერ ეპოტაჟურ და მყვირალა ფორმებში ხაზი გაუსვას საკუთარ დამოუკიდებლობას, რომელიც 20 წლის განმავლობაში მაინც ვერ მიიღო".
„აზრადაც არ გვაქვს ასეთი რამ და არც არასოდეს გვექნება. რისთვის მივმართოთ? ეს პროდუქცია ჩვენ არსებითად არაფერში გვჭირდება და ის ჩვენს პრობლემებს არ წყვეტს", - განაცხადა რუსეთის მთავარმა სანიტარმა და დასძინა, რომ „ ეს არის იმის ნიშანი, რომ ისინი აბსოლუტურად არაადეკვატურები არიან - დაწყებული საქართველოს უმაღლესი ხელისუფლებიდან, სფეროების სტრუქტურებით დასრულებული..."

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 





































































































