| ქალი და მამაკაცი |

"მოლაპარაკებები რეგიონში აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებით ძალიან დიდი ხანია მიმდინარეობს", _ განცხადება ამის შესახებ გამომცემლობა "ეხო" -სთან საუბარში აზერბაიჯანელმა ექსპერტმა უზეირ ჯაფაროვმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში ჯერ კიდევ არ არის მიღებული გადაწყვეტილება სამხრეთ კავკასიის რომელ ქვეყანაში უნდა განთავსდეს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა. სამხედრო ექსპერტის განცხადებით, აშშ-ში დღეისათვის ამ საკითხზე გაძლიერებულად მუშაობენ.
"მათ სურთ, რომ აღნიშნული სისტემა აუცილებლად გაჩნდეს ჩვენს რეგიონში. მიმაჩნია, რომ სავარაუდოდ, ეს სამხედრო რადარი საქართველოში იქნება დამონტაჟებული, რადგან აზერბაიჯანის პოლიტიკური ხალმძღვანელობა არ გარისკავს - არსებობს რუსული ფაქტორი, ირანული ფაქტორი, რომლებსაც ეს ფაქტი არ მოეწონებათ. რა თქმა უნდა, ჩვენს ტერიტორიაზე ამ რადარის დამონტაჟება ნეგატიური სიტუაციების მომტანი იქნება. მე არ მგონია, რომ გარკვეული ქვეყანა აზერბაიჯანზე იერიშების მიტანას დაიწყებს, მაგრამ უფრალოდ გართულდება ურთიერთობები, შესაძლოა დიპლომატიური ზეწოლაც განხორციელდეს აზერბაიჯანზე",_ აცხადებს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი - ეს უბრალოდ სათადარიგო ვარიანტია, ძირითადი აზრი კი საქართველოზე მოდის. "ყველაფერთან ერთად საქართველო თავად არის დაინტერესებული იმაში, რომ ამერიკული სისტემა მის ტერიტორიაზე იყოს, ვინაიდან ეს იქნება ერთგვარი "ქოლგა" საქართველოსათვის გარე საფრთხეებისგან და საშიშროებებისგან დასაცავად. ჩემი რღმა რწმენით, აღნიშნული სისტემა მალე ჩვენს მეზობლებთან - ქართველებთან გაჩნდება", _ აცხადებს ექსპერტი.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 





































































































