asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველო რუსეთის ბაზრის გახსნით დაინტერესებული არ არის?
კითხვა-პასუხი
საქართველო რუსეთის ბაზრის გახსნით დაინტერესებული არ არის?

2011-04-27 12:57:12



რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნებაში საქართველო დაინტერესებული არ არის - ამ შინაარსის განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აკეთებს. საუბარია „ბორჯომის“ რუსულ ბაზარზე დაბრუნებაზე, რომელიც 2006 წლიდან არის აკრძალული. ამ განცხადებით პასუხობს რუსეთის მთავარ სანიტარს ნინო კალანდაძე. შეგახსენებთ: რამდენიმე დღის წინ გენადი ონიშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვის ბაზრებში კონტრაბანდული გზით შესული ბორჯომის პარტიები აღმოაჩინეს. კალანდაძის თქმით კი, თუ რუსეთში კონტრაბანდული პროდუქცია შედის, ეს ნიშნავს რომ ის საკუთარ საზღვრებს ვერ აკონტროლებს. - ჩვენ ვემორჩილებით გამოცხადებულ ემბარგოს. არ გვაქვს არავითარი მოტივაცია ან განსაკუთრებული სურვილი, რაიმე ფორმით დავბრუნდეთ ამ ბაზარზე და დავაინტერესოთ ის ქართული პროდუქციით,–დასძენს კალანდაძე. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის მარტში commersant.ge–მ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მოსკოვის მიერ ქართულ პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნის შემთხვევაში რუსულ ბაზარზე აქტივობას ქართული კომპანიების 48,2% დაიწყებდა. კითხვაზე – "რუსული ბაზრის გახსნის შემთხვევაში, დაინტერესდება თუ არა თქვენი კომპანია რუსეთში ბიზნეს აქტივობით?“ 48,2%–მა დადებითი პასუხი გასცა. „არა, ეს სარისკოა“ – ასეთია რესპონდენტთა 31,1%–ის მოსაზრება. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე–პრეზიდენტის გია ჯანდიერის განცხადებით, რუსული ბაზრის დახურვის შემდეგ საქართველოს ღვინის წარმოება გაიზარდა და ხარისხი გაუმჯობესდა, ხოლო თუ რუსეთი ისევ დაუშვებს უხარისხო ღვინოს საქართველოდან, ეს, ექსპერტის აზრით, ქართული პროდუქციისთვის არცთუ კარგი იქნება. „თბილღვინოს“ გენერალური დირექტორის გიორგი მარგველაშვილის თქმით კი, რეალურად, რუსული ბაზრით დაინტერესება 48%–ზე გაცილებით დიდია. „დარწმუნებული ვარ, რომ ემბარგოს მოხსნის შემთხვევაში რუსული ბაზრით ქართული კომპანიების აბსოლუტური უმრავლესობა დაინტერესდება. როგორ შეიძლება კომპანიამ ასეთი დიდი ბაზრის გახსნის შესაძლებლობა არ გამოიყენოს, თუკი ეს არაა დაკავშირებული უკიდურეს რისკთან? რისკი არსებობს, მაგრამ რუსული ბაზარი იმდენად მომგებიანი იქნება, რომ მისი მიმზიდველობა რისკს გადაწონის,“ – აცხადებს მარგველაშვილი. რაც შეეხება არგუმენტს იმის შესახებ, რომ კომპანიებმა რუსეთის ბაზარი უკვე სხვა ბაზრებით ჩაანაცვლეს და ამიტომ რუსეთის ბაზრის გახსნა მათთვის არაფერს შეცვლის, „თბილღვინოს“ ხელმძღვანელის თქმით, მისმა კომპანიამ ემბარგომდე, ანუ 2006 წლამდე არსებულ საექსპორტო მოცულობას უკვე გადააჭარბა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის დამატებით შესაძლებლობაზე უარს იტყვის. - რუსეთის ბაზარი რომ ღია ყოფილიყო, ჩვენი საექსპორტო მაჩვენებელი დღევანდელზე გაცილებით მაღალ ნიშნულზე იქნებოდა. რუსული ბაზარი – ეს ჩვენი დაკარგული შესაძლებლობაა, – აცხადებს გიორგი მარგველაშვილი. მისთვის ის არგუმენტიც გაუგებარია, რომ რუსეთის ბაზარზე დაბრუნება პროდუქციის ხარისხს რისკის ქვეშ დააყენებს. მარგველაშვილი ამბობს, რომ ღვინის ხარისხი ბოლო 10–11 წელია იზრდება, განსაკუთრებული წინსვლა კი 5–6 წელია შეიმჩნევა. ამიტომ რუსეთის ბაზარზე შესვლაში ის ამ დინამიკის შეფერხების საფრთხეს ვერ ხედავს.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online