asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ნატო საქართველოს მადლობას უხდის
და თავდაცვის რეფორმას მიესალმება
ნატო საქართველოს მადლობას უხდის

2011-04-15 14:40:00



ნატო საქართველოს ISAF –ის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მადლობას უხდის და თავდაცვის რეფორმას მიესალმება . როგორც ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ამგვარი პოზიცია ბერლინში შეკრებილმა ალიანსის საგარეო საქმეთა მინსიტრებმა და გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა დააფიქსირეს.
ბერლინში შეკრებილმა მინისტრებმა დღეს ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ნატო-საქართველოს კომისიის კონტექსტში სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. მოკავშირეებმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძეს ISAF –ის ოპერაციაში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოში თავდაცვის რეფორმას მიესალმნენ.
მინისტრებმა ასევე აღნიშნეს, რომ 2011 წელი გადამწყვეტი იქნება საქართველოში დემოკრატიული რეფორმების წინსვლისთვის. მათი შეფასებით, ნატო-საქართველოს კომისია კარგი პლატფორმაა უსაფრთხოების საკითხების და იმ ძალისხმევის განსახილველად, რომელსაც საქართველო სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გამყარებისთვის მიმართავს.
გენერალურმა მდივანმა კი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის გახსნაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსისა და საქართველოს ურთიერთობა ბოლო წლებში განსაკუთრებულად გაღრმავდა.
"ეს სასარგებლოა როგორც ნატო-სთვის, ისე საქართველოსთვის და მთლიანად ევრო-ატლანტიკური არეალისთვის. და ეს დაეხმარა საქართველოს, მზარდი მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს, როგორც უსაფრთხოების მიმწოდებელმა", - განაცხადა რასმუსენმა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online