asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

პატრიარქი ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება
შეხვედრა
პატრიარქი ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს შეხვდება

2012-02-22 08:31:00



დღეს, 22 თებერვალს, ისრაელში მყოფი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ეკლესიის დელეგაციასთან ერთად გაემგზავრება ქ. ხოლონში, სადაც გამართავს შეხვედრას ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებთან.

23 თებერვალს პატრიარქი ისრაელის ქნესეთში შეხვდება ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ (რუბი) რივლინს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება სიონის წმინდა მთაზე და მოილოცავს წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს. იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გამგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც დაათვალიერებს იად ვაშემის მუზეუმს. გარდა ამისა, ილია II შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს. მის აღმატებულება შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს.

24 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები მოილოცავენ წმინდა გერასიმეს მონასტერს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და ილოცებენ მდინარე იორდანესთან; მილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს.

25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში დაბრუნდება.

მასალის გამოყენების პირობები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პატრიარქი ილია II
კავშირი ტეგთან: ილია მეორე
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online