asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საქართველოში ნარკოდანაშაული 32%-ით შემცირდა
კვლევის მიხედვით
საქართველოში ნარკოდანაშაული 32%-ით შემცირდა

2012-02-21 11:53:00



საქართველოში რეგისტრირებული ნარკოდანაშაულის რაოდენობა 2011 წელს მნიშვნელოვნად შემცირდა. იუსტიციის სამინისტროს ორგანიზებით, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" კვლევის პრეზენტაცია მიმდინარეობს, რომლის მიხედვითაც, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით, ნარკოდანაშაული 32%-ით ნაკლები აღირიცხა.
როგორც მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, ნარკოდანაშაულის შემცირება იმ პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ხელისუფლება ატარებდა.
"ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები, ასევე საზოგადოებრივი გამოკითხვები ადასტურებს იმას, რომ ნარკომანთა რაოდენობის კლებამ დაიწყო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ახალგაზრდების რაოდენობამ, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ, მკვეთრად დაიკლო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იმ პოლიტიკამ რომელიც ჰქონდა სახელმწიფოს ნარკოდანაშაულთან მიმართებაში, გაამართლა", - განაცხადა ზოდელავამ.
დისკუსიას, რომელიც პროკურატურის ორგანიზებით მიმდინარეობს, ესწრებიან პარლამენტის წევრები, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და ნარკოტიკების პრობლემასთან დაკავშირებით მომუშავე ექსპერტები.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online