


| ქალი და მამაკაცი |







აშშ საქართველოს ტერიტორიის დაცვაში დაეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ქართველი სამხედროების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, აშშ საქართველოს დაეხმარება არა მხოლოდ ოპერაციების წარმართვაში და ანტიტერორისტულ საქმიანობაში, როგორც ეს ადრე იყო, არამედ დახმარებას გაუწევს საკუთარი თავდაცვის გაძლიერებაში.
"ეს არის სრულიად ახალი დონე ჩვენი შეიარაღებული ძელების მომზადების. რუსებმა პრაქტიკულად აკრძალეს ქართველი ოფიცრების გაწვევა შეიარაღებულ ძალებში. თუ არ ჩავთვლით ერთ-ორ სასწავლებელს. საბჭოთა კავშირის დროს ქართველ ოფიცრებს აღარ იღებდნენ შეიარაღებულ ძალებში. სპეციალურად უკვე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოეკლათ ქართული სამხედრო პოტენციალი, რადგან არ ენდობოდნენ ქართველებს, იცოდნენ, რომ ქართველებში ვერ ჩაკლავდნენ მებრძოლ სულს, რომ ქართველებს აუცილებლად, ადრე თუ გვიან მოუნდებოდათ დამოუკიდებლობა, აუცილებლად, ადრე თუ გვიან დასჭირდებოდათ თავისი არმია და შეეცდებოდნენ შეექმნათ დამოუკიდებელი შეიარაღებული ძალები. ამიტომ, ახლა ამ ტრადიციის აღდგენა არის ყველაზე ისტორიული საკითხი", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქართველი სამხედროები ავღანეთში საერთაშორისო დაცვის გარანტიაა. "ეს არის ჩვენთვის მომავალი დღის არსებობის გარანტიები. ჩვენ აქ ვიღებთ ფასდაუდებელ გამოცდილებას საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content


პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე










გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 






































































































































































































