asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

აფხაზეთიდან ქუთაისში სამკურნალოდ დაჭრილი აფხაზი გადმოიყვანეს
დახმარება
აფხაზეთიდან ქუთაისში სამკურნალოდ დაჭრილი აფხაზი გადმოიყვანეს

2012-02-20 12:08:00



ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნულ ცენტრში, დღეს დილით აფხაზეთიდან ახალგაზრდა ბიჭი გადმოიყვანეს.
როგორ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ქუთაისიდან იუწყება, ახალგაზრდა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, ბეჭის არეშია დაჭრილი; ჯერჯერობით უცნობია თუ რა ვითარებაში მოხდა სხეულის დაზიანება. სავარაუდოდ, მას სოხუმის საავადმყოფოში დახმარება ვერ აღმოუჩინეს, სწორედ ამის შემდეგ გახდა აუცილებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან პაციენტის ქუთაისში გადმოყვანა.
ექიმების განცხადებით, პაციენტს დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ყველა საჭირო პროცედურა და ამ ეტაპზე ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: აფხაზეთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online