asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

უახლოეს დღეებში ისევ თოვა და ყინვაა მოსალოდნელი
პროგნოზი
უახლოეს დღეებში ისევ თოვა და ყინვაა მოსალოდნელი

2012-02-18 12:44:00



უახლოეს დღეებში ისევ თოვა და ყინვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული საგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდება. უმეტეს რაიონებში, ორი დღის განმავლობაში მოსალოდნელია თოვლის ნალექი და ძლიერი ქარი, წამში 20-25 მეტრი; მაღალმთაში _ ქარბუქიც.
დღეს ღამით ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში -4; +1, დასავლეთ საქართველოში _ -1; +4 იქნება.
ამასთან, სინოპტიკოსები 20-21 თებერვალს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ისევ ძლიერ ყინვებს ვარაუდობენ - შიდა ქართლის დაბლობში ღამით -14 გრადუსამდე; დასავლეთ საქართველოში _ -7 გრადუსამდე; სუპტროპიკულ ზონაში _ -4 გრადუსამდე; თბილისში _ -6; -7 გრადუსამდე.
ყინვები თითქმის თვის ბოლომდე შენარჩუნდება.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online