asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ილია მეორე - ჩვენი მთავარი მიზანი არის ლოცვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის
ვიზიტი ისრაელში
ილია მეორე - ჩვენი მთავარი მიზანი არის ლოცვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის

2012-02-16 18:35:00



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ერთი კვირით ისრაელში, წმინდა მიწაზე გაემგზავრა.
უწმინდესის გამგზავრებამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომენტარი გააკეთა საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, მამა დავით შარაშენიძემ. მისი განცხადებით, ილია მეორემ მოწვევა იერუსალიმის საპატრიარქოდან, პირადად პატრიარქ თეოფილე III-ის სახელით, ასევე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო. მისივე თქმით, უწმინდესს უმაღლესი დონის შეხვედრები ექნება ისრაელის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
"ღვთის მადლითა და ლოცვა-კურთხევით მივემგზავრები წმინდა მიწაზე, იერუსალიმში და ჩვენი მთავარი მიზანი არის ლოცვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, საქართველოს ერთიანობისთვის. ერთი კვირა დავრჩებით, იმედი გვაქვს ისევ მშვიდობიანად, მადლით სავსე დავბრუნდებით საქართველოში", - ბრძანა გამგზავრებამდე უწმინდესმა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
კავშირი ტეგთან: საქართველო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online