| ქალი და მამაკაცი |

"საქართველოს ნატოს წევრობა უკვე გადაწყვეტილი საკითხია", _ ეს განცხადება სომხეთის ტელევიზიასთან საუბრისას სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალირი მდივნის წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გააკეთა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "რეგნუმი" ავრცელებს.
მისივე თქმით, საქართველო ისწრაფვის იმისათვის, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს, იგი ნატოს სტანდარტებთან მიახლოებისათვის მნიშვნელოვან რეფორმებს ატარებს. ხოლო რაც შეეხება სოხმეთსა და აზერბაიჯანს, აპატურაიმ აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებს ალიანსის წევრობის არც სურვილი გამოუთქვამთ და არც უჩვენებიათ რომ მათ ეს სურთ. "ჩვენ რა თქმა უნდა მოხარულნი ვართ ახალი წევრებისა, მაგრამ ჩვენ მათ არ ვეძებთ. ჩვენ კარგი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს სომხეთსა და აზერბაიჯანთან", _ აცხადებს აპატურაი.
ნატოს გენმდივნის წარმომადგენელი ასევე აცხადებს, რომ თითოეულ კავკასიია ქვეყანასთან ალიანსს თავისი პროგრამა აქვს და ეს რეგიონი ალიანსის მიერ მთლიანი ელემენტი არ განიხილება.
აპატურაი ასევე მიიჩნევს, რომ ნატო შესაძლოა სასარგებლო იყოს სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის, მათ შორის რეფორმების რეალიზაციისათვის თავდაცვის სფეროში.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 








































































































