| ქალი და მამაკაცი |

"მომავალი კვირა "უძღები შვილის" კვირაა" - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპიკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტმა, უმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორმ დღეს, სამების საკთედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მისი თქმით, წმინდა ეკლესია მრევლს დიდი მარხვისთვის ამზადებს, რადგან უძღები შვილის კვირა იწყება. "წმინდა ეკლესია გვამზადებს უკვე დიდი მხარხვისთვის. წასული კვირა იყო მეზვერესი და ფარისეველის. ეს კვირა არის უძღები შვილის. ადამიანი ურთულესი ქმნილება ღვთისა. ადამიანი შექმნილია ხატად და მსგავსად ღვთისა, მაგრამ ამავე დროს ის ეცემა. ეცემა და უფალი მიდის და აყენებს მას, რომ გაგრძელოს ეს ცხოვრების გზა. დავით წინასწარმეტყველი ამბობს - ყოველი კაცი ცრუ არს და არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს. წმინდა სახარება და უფალი გვასწავლის როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, რომ არ ჩავარდეს ცოდვაში", - აღნიშნა ილია მეორემ. დღესვე პატრიარქმა ცოდვის მონანიებასა და სინანულის მნიშვნელობაზე იქადაგა. "ცოდვა ადამი და ევადან არსებობდა. ადამიანი ვარდება ცოდვაში. ჩვენი წინაპრები ჩვენ გვჯობიან, რადგან ისინი ყოველთვის უფრო მეტად განიცდიდნენ ცოდვას, მას არასოდეს ურიგდებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ მის მოსანანიებლად. თანამედროვე ადამიანი კი სულ სხვაა, შეიცვალა და ცოდვაც ცოდვად კი არა ბუნებრივ მოვლენად მიაჩნია. როცა ადამიანი დაბრუნდება უფალთან, უფალი ბრძანებს, რომ ზეციურმა ძალებმა მას შესამოსელი და დიდება მისცეს, ისევე, როგორც უძღებ შვილს საკუთარმა მამამ. უფალი გამოგვასწორებს, დაგვეხმარება, დაცემულს აღგვადგენს და აუცილებლად მივალთ ბოლომდე. ყოველი ჩვენგანი დგას კიბეზე, რომელიც ჯოჯოხეთიდან სასუფევლამდე ადის. ჩვენ აუცილებლად ბოლომდე უნდა ავიდეთ და მადლობა ვუთხრათ უფალს", - ბრძანა პატრიარქმა. დღესვე, ქადაგების დასასრულს, უწმინდესმა მღვდელმონაზონი სერაფიონ წიკლაური ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა და იღუმენის ხარისხში აიყვანა, ხოლო მღვდელი დავით იობიძე ასევე დააჯილდოვა ოქროს ჯვრის ტარების უფლებით და დეკანოზის ხარისხში აიყვანა. ამასთან, ილია მეორემ 17 გვარი და სნოუდბორდის ფედერაცია და საქართველოს სნოუდბორდისტთა ნაკრები დალოცა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 



































































































