| ქალი და მამაკაცი |

საქართველოში ელტონ ჯონი აღარ ჩამოვა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "ისტერნ პრომოუშენის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა განუცხადა.
"საქართველოში ელტონ ჯონი აღარ ჩამოვა, რადგან სპონსორებმა თანხა არ გამოყვეს. კულტურის სამინისტრო კი ვეღარ შევაწუხეთ 20-ათასკაციანი დარბაზის გამოყოფისთვის, რომ მოსახლეობა დატეულიყო. თანაც დიდ დარბაზში ელტონ ჯონის პროდიუსერმა უარი განაცხადა. ჩვენს საზოგადოებას ურჩევნია ორ მანქანაში იჯდეს და კულტურულ საღამოზე არ წავიდეს. სამწუხაროდ, ფინანსებმა გადაწყვიტა ის, რომ საქართველოში იმხელა რანგის მუსიკოსი ვეღარ ჩამოვა, როგორიც ელტონ ჯონია", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" კანდელაკმა. ინფორმაცია, რომ ელტონ ჯონი ბათუმის პიაცაზე კონცერტს გამართავდა, "ისტერნ პრომოუშენის" დამფუძნებელმა კახა კანდელაკმა მუსიკოსის მენეჯერთან კონტაქტის შემდეგ, საახალწლოდ გაავრცელა. "ელტონ ჯონის მენეჯმენტმა სურვილი გამოხატა ჩვენთან ჩამოსულიყვნენ და ბათუმში მომღერლის ერთ-ერთი პროექტი "სოლო-პიანო" წარადგინონ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპონსორების მოძიება, იმიტომ რომ ელტონ ჯონის ჩამოყვანა თანხებთან არის დაკავშირებული. ის ყველგან საკუთარი როიალით დადის, ასევე უნდა უზრუნველყოთ ტექნიკური მომენტებით. თუ ეს ფინანსური მხარე მოვაგვარეთ, მაშინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ მუსიკოსი ბათუმში პიაცაზე კონცერტს გამართავს", - განუცხადა ერთი თვის წინ "ჯი-ეიჩ-ენს" კანდელაკმა. გრემის ჯილდოს ექვსგზის მფლობელი და ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოპ/როკ მუსიკოსი, მომღერალი და კომპოზიტორი ელტონ ჯონის ვიზიტი საქართველოში 17 ივნისს იყო დაგეგმილი.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



პატრიარქის საგალობელი პარიზში შესრულდება
როგორ ათრობს მარინა ჯანაშია ხილს
ხევსურეთში კლდეზე დაკიდებული უნიკალური ციხე–ქალაქი ინგრევა
ილია მეორე - საქართველო ვერ იარსებებს აფხაზეთის გარეშე












გარეჯის მონასტრის ლავრიდან მონასტერ უდაბნოსკენ მსვლელობა მიმდინარეობს
დავით დარჩიაშვილმა გეი აღლუმი დაიცვა
ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს კოლმეურნეობის მოედნისკენ არ უშვებენ 

ჰომოსექსუალების მხარდამჭერი აქცია ფილარმონიასთან აქცია ინციდენტით დაიწყო
დევიდ ბექჰემი ბარაქ ობამას შეხვდა
ბიძინა ივანიშვილი იატაკზე ზის და პოზირებს
მამუკა არეშიძე: დავით გარეჯს აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მალე დატოვებენ
ნინო კალანდაძე უდაბნოს მონასტერს ისევ აზერბაიჯანის ტერიტორიად აცხადებს
დავით გარეჯის წინამძღვარი: ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები ერის ღალატია
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი - ხელისუფლება დავით გარეჯთან დაკავშირებით ნაჩქარევ განცხადებებს აკეთებს
დავით ბაქრაძე საქართველოს პატრიარქს შეხვდა
პატრიარქი საფრანგეთში ქართული კულტურის დღეებს დაესწრება 











































































































