asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სად გაქრა ეკა ბესელია?
პასუხი პარიზიდან
სად გაქრა ეკა ბესელია?

2012-02-22 20:09:59



ბიძინა ივანიშვილის კოალიციის პრეზენტაციისას ”ქართული ოცნების” ერთ-ერთ მთავარ ფეისად ცნობილი ადვოკატი ეკა ბესელია არ გამოჩენილა, რამაც გარკვეულ ეჭვებს დაუდო სათავე. მით უმეტეს, დიდი ხანია, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეკა ბესელიას ბიძინა ივანიშვილი ნაკლებად წყალობს. ბესელია ივანიშვილის პარტიის საინიციატივო ჯგუფშიც არ შედის, რაც მომავალი პარტიის ლიდერმა იმით ახსნა, რომ მისი იურიდიული ჯგუფის წარმომადგენელ ეკა ბესელიას ძალიან ბევრი საქმე აქვს. ”რედისონში” გამართულ პრეზენტაციაზე ეკა ბესელიას არყოფნამაც, როგორც აღვნიშნეთ, კითხვის ნიშნები გააჩინა.

ამ მითქმა-მოთქმას ეკა ბესელია ”ფეისბუქში”, საკუთარ გვერდზე გაკეთებული ჩანაწერით გამოეხმაურა. ეკა ბესელია წერს: - ჩასაფრებული მედია ტყუილად ნუ მოემზადება ახალი ჭორების მოსამზადებლად, პრეზენტაციაზე არ ვიყავი, რადგან საფრანგეთში ვარ ერთი კვირაა საქმეებზე. ძალიან მინდა ჩვენთანაც ისეთი ლაღი სახეებით დადიოდნენ ქუჩებში ადამიანები, როგორც აქ. ჩვენი ოცნებაც მალე ახდება, მჯერა

სად გაქრა ეკა ბესელია?

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ეკა ბესელია
კავშირი ტეგთან: ”ქართული ოცნება”
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online