asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

”დინამო” იგებს, ფოთი დიდი რვიანისკენ მიიწევს
გრიგალაშვილმა ზესტაფონს მოაგებინა
”დინამო” იგებს, ფოთი დიდი რვიანისკენ მიიწევს

2012-02-22 16:00:05



დინამო _ სიონი 1:0 თბილისი. დინამო არენა

დინამო : ლორია, თომაშვილი, კვეკვესკირი, ტვილდიანი, ხმალაძე (ოდიკაძე 46), ანდრეუ, ალვარო, ჯიღაური (ძარია 72), მერებაშვილი, გოგუა, იაგუე (რობერტინიო 48)

სიონი: ბობღიაშვილი, კობაური, ოქროპირიძე, ქემოკლიძე, ჩიკვილაძე, კაციტაძე, ჯოჯუა, გველესიანი, ჭანკოტაძე (ხიდეშელი 61), მეტრეველი, უგულავა (ლ.ჩხეტიანი 39)

მატჩი დინამოელთა შეტევებით დაიწყო, რომლის შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდათ ესპანელ ანდრეუსა და „დინამოში“ მობრუნებულ გოგიტა გოგუას. 24–ე წუთზე გოგუამ შეტევის მარჯვენა ფლანგიდან ცრუმოძრაობით ჩამოიტოვა მცველი და ბურთი კარში ძლიერად დაარტყა, რომელიც ჯერ მეკარემ მოიგერია, შემდეგ კი ხარიხას მოხვდა _ მასპინძლები მხოლოდ კუთხურს დასჯერდნენ. მალევე ბობღიაშვილმა ორჯერ მიკელ ალვაროს, ხოლო ერთხელ იმავე გოგუას არ დაანება გატანა. დინამოელთა თავკაცმა გიორგი დევდარიანმა შესვენების შემდეგ მატჩის მოგება ცვლილებებით სცადა, თუმცა რადიკალურად არაფერი შეცვლილა. 72-ე წუთზე მეკარესთან პირისპირ დარჩა რობერტინიო, მაგრამ ბობღიაშვილს ვერ აჯობა. 80–ე წუთზე მერებაშვილის დარტყმული კარის ძელს ხვდება, განმეორებითი დარტყმის შემდეგ ბურთს ბობღიაშვილი ეუფლება. ორ წუთში დინამოელთა მორიგი შეტევა კარში დარტყმით დასრულდა, თუმცა ბობღიაშვილმა ურთულესი ბურთის მოგერიება მოახერხა. დინამოელებმა მაინც გაიტანეს _ მატჩის უკანასკნელ წუთზე გოლი ირაკლი ძარიას ანგარიშზეა _ 1:0

ზესტაფონი _ ბაია 1:0 ზესტაფონი. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონი

1:0 შ.გრიგალაშვილი (80)

ზესტაფონი: კვასხვაძე, თ.გრიგალაშვილი, ონიანი, კობახიძე, ელიავა, მენთეშაშვილი (სამუშია 51), გორგიაშვილი, რაჟამაშვილი (შ.გრიგალაშვილი 43), შარიქაძე, მუჯირი (ს.ლომია 67), წინამძღვრიშვილი

ბაია: სომხიშვილი, პაჭკორია, ტყემალაძე, კუტალია, სიხარულია, კუკავა, ეხვაია (გაბედავა 24), აფაქიძე (ქვარცხავა 52), ენდელაძე (შ.ლომია 68), ტყებუჩავა, აკობია

იმერლებმა შოთა გრიგალაშვილის ერთადერთი გოლით იმარჯვეს და ზუგდიდელებს საქმე გაურთულეს. ახლა „ბაიას“ დიდი ძალისხმევა დასჭირდება, რომ საუკეთესო 8 გუნდში ადგილი შეინარჩუნოს.

მერანი _ კოლხეთი 0:2 ზუგდიდი. „ბაიას“ საწვრთნელი ბაზა

0:1 გ.პავლიაშვილი (43), 0:2 ტუღუში (85პ)

ფოთელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს. ეს მათი ზედიზედ მეორე მოგებაა სეზონის განახლების შემდეგ და მოპოვებული 6 ქულით სატურნირო ცხრილში მდგომარეობა საგრძნობლად გამოისწორეს. მეტიც, ფოთელებს უკვე სრული უფლება აქვთ პრეტენზია 8 საუკეთესო გუნდში მოხვედრაზე გააკეთონ. ანგარიში გივი პავლიაშვილმა გახსნა, ხოლო ტუღუშმა პენალტით წერტილი დაუსვა ყველაფერს.

ვიტ ჯორჯია _ სპარტაკი 0:0 მცხეთა. მცხეთა პარკი

ორივე გუნდი 8 საუკეთესოში მოსახვედრად იბრძვის და უპრიანი იქნებოდა 3 ქულა აეღოთ, თუმცა საერთოდ მარცხს ისე ქულა სჯობია. თუმცა, ისიც ძნელი სათქმელია ეს მათ აქტივში ჩაითვლება თუ პასივში.  

სატურნირო ცხრილი:

1.ზესტაფონი 20 15 3 2 39:15 48

2.დინამო 20 12 3 5 37:22 39

3.ტორპედო 19 12 2 5 26:15 38

4.მერანი 20 9 3 8 22:23 30

5.მეტალურგი 19 8 6 5 21:20 30

6.ბაია 20 7 4 9 19:21 25

7.ვიტ ჯორჯია 20 6 6 8 21:24 24

8.კოლხეთი 20 6 6 8 19:24 24

9.სპარტაკი 20 6 5 9 18:25 23

10.გაგრა 19 6 3 10 18:24 21

11.დილა 19 5 4 10 23:25 19

12.სიონი 20 1 5 14 11:36 8

ბომბარდირები: ჩისკო (დინამო) _ 10 ბურთი; ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დიმიტრი ტატანაშვილი (მეტალურგი) _ 9–9.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ფეხბურთი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online