asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

აფხაზური მხარე: ანქვაბზე თავდასხმაში  "ქართული კვალი" ჯერ არ ჩანს
კრისტიან ბჟანიას ინფორმაცია
აფხაზური მხარე: ანქვაბზე თავდასხმაში "ქართული კვალი" ჯერ არ ჩანს

2012-02-22 14:17:00



  აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე განხორციელებულ ტერაქტში ჯერ ჯერობით "ქართულ კვალს" ვერ ხედავს. განცხადება ამის შესახებ აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. პრესმდივანმა კრისტიან ბჟანიამ გააკეთა.

"ამჟამად ყველა შესაძლო ვერსია მუშავდება, მაგრამ ჩვენ ჯერ ჯერობით ამ ტერაქტში "ქართულ კვალს" ვერ ვხედავთ", _ აცხადებს ბჟანია რუსულ მედიასთან საუბარში.

მისივე თქმით, გამოძიება მოცემულ მომენტში თანხმდება მხოლოდ ერთ რამეზე - ეს ტერაქტი საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში, დეტალურად და გულდასმით მზადდებოდა.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით აფხაზ სეპარატისტთა ლიდერს ალექსანდრე ანქვაბს თავს დაესხნენ. უცნობებმა მისი მანქანა გუდაუთის რაიონში ავტომატური იარაღით დაცხრილეს. ანქვაბი სუმხუმში მიემართებოდა. სეპარატისტთა ლიდერი არ დაშავებულა. გარდაცვლილია მისი დაცვის ერთი წევრი, სამი კი მძიმედ დაჭრილია.

 

მასალის გამოყენების პირობები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალექსანდრე ანქვაბი
კავშირი ტეგთან: ანქვაბზე თავდასხმა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online