asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ანჯელინა ჯოლი სერბულად ალაპარაკდა
სარეჟისორო დებიუტი
ანჯელინა ჯოლი სერბულად ალაპარაკდა

2012-02-22 13:16:28



ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი სამშაბათს სარაევოში დრამის "სისხლისა და თაფლის მხარეში" დახურულ ჩვენებას დაესწრნენ. ანჯელინა ჯოლის სარეჟისორო დებიუტი ხუან ანტონიო სამარანჩის სახელობის ყინულის სასახლეში გაიმართა, რომელიც ასევე 1984 წელს ზამთრის ოლიმპიადას მასპინძლობდა.

დარბაზში ხუთი ათასი მაყურებელი იმყოფებოდა, რომელთა შორისაც იყვნენ ბოსნია-ჰერცეგოვინის ომის მსხვერპლთა ასოციაციის წევრები.

"ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, ეს თქვენთვის გამეზიარებინა", - სერბულად მიმართა ჯოლიმ დამსწრეებს.

სხვათა შორის, ხუთი ათასი ბილეთიდან ვარსკვლავმა ორი ათას ასი ბილეთის საფასური საკუთარი ჯიბიდან გადაიხადა. ანჯელინა ჯოლი ძალიან აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო პროექტში.

მისი სარეჟისორო დებიუტიც რთულად შეიძლება, კულტურულ მოვლენად ჩაითვალოს. ფილმში მოთხრობილია სასიყვარულო ისტორია, რომელიც სამოქალაქო ომის ფონზე ვითარდება.

სურათი გაჯერებულია ომის ტრაგედიებით, რომელშიც განსაკუთრებული ადგილი უკავია ქალების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის სცენებს. ანჯელინა ჯოლის ნამუშევარი ობიექტურად არ მიიჩნია სერბულმა მხარემ, რის გამოც ფილმის გადაღებები რამდენჯერმე გადაიდო.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ანჯელინა ჯოლი
კავშირი ტეგთან: დებიუტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online