| ქალი და მამაკაცი |

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას აზრით, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მასთან დაპირისპირებული შიდაძალების მიერ უნდა ყოფილიყო მოწყობილი.
"ანქვაბზე თავდასხმის შესახებ ვერსიები შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ მოსკოვს დღეს წესრიგი უფრო აწყობს აფხაზეთში, ვიდრე არეულობა და სწორედ ამიტომ იქნა არჩევანი ანქვაბზე შეჩერებული. ანქვაბმა აფხაზეთში "ატკატების" დრო დაამთავრა. ის წესრიგის კაცია, დე ფაქტო უწყებებში საკადრო წმენდები დაიწყო, ნარკოტიკებსა და კრიმინალებს ბრძოლა გამოუცხადა. ეს კი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ ჩინოვნიკებს არ აწყობთ, რომლებიც აფხაზეთსა და რუსეთში მოსახლეობის ფულს ერთად იყოფდნენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ თავდასხმის უკან სწორედ ანქვაბზე განაწყენებული ჩინოვნიკები უფრო დგანან, ვიდრე კრემლი", - განუცხადა გია გვაზავამ "ინტერპრესნიუსს".
მისივე განმარტებით, ანქვაბზე თავდასხმა შესაძლოა, როგორც სოხუმში, ისე მოსკოვში მყოფ ჩინოვნიკებს მოეწყოთ.
"თავად რუსეთის ხელისუფლებას კი აფხაზეთში წესრიგი და იმის დემონსტრირება უფრო აწყობთ, რომ იქ ყველა კუთხით დემოკრატიული კანონები მყარდება", - აღნიშნა გვაზავამ.
ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს დღეს გუდაუთა-სოხუმის გზაზე 08:30 საათზე დაესხნენ თავს. თავდაპირველად გზაზე დადებული ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ყუმბარმტყორცნიდან და ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. დაცვის სამსახურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა დაიჭრა მისი პირადი დაცვის სამი წევრი, რომელთაგან ერთი გარდაიცვალა.
ეს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი. თავდასხმები 2005 წლიდან გრძელდება. ანქვაბი ორჯერ იყო მსუბუქად დაჭრილი.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი












იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს 

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
დღეს ამაღლებაა
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ 





















