asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმისას დაჭრილი დაცვის წევრის მდგომარეობა მძიმეა
ოპერაცია
ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმისას დაჭრილი დაცვის წევრის მდგომარეობა მძიმეა

2012-02-22 11:54:00



აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმისას დაჭრილ დაცვის წევრს ოპერაცია უტარდება. ინფორმაციას სააგენტო "აპსნი პრესი" ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად დაღუპულია რემზიკ ცუგბა, ხოლო დაჭრილია თენგიზ პანდარია. იგი მძიმე მდგომარეობაში რესპუბლიკური საავადმყოფოს ნეიროქირურგიულ განყოფილებაშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
ექიმების შეფასებით, პანდარია მძიმე მდგომარეობაშია. ასევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრილია ანქვაბის დაცვის კიდევ ერთი – მესამე წევრიც.
დე-ფაქტო შსს-ს ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბის ავტომობილს და მის კორტეჟს გუდაუთა-სოხუმის გზაზე დღეს, 08:30 საათზე დაესხნენ თავს. თავდაპირველად, გზაზე დადებული ფუგასი აფეთქდა, შემდეგ კი ანქვაბის ავტომობილს ახლომდებარე მთიდან ყუმბარმტყორცნიდან და ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. დაცვის სამსახურმა საპასუხო ცეცხლი გახსნა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, თუმცა დაიჭრა მისი პირადი დაცვის სამი წევრი. ანქვაბი ამ დროისთვის სოხუმში, სამსახურში იმყოფება და ადასტურებს, რომ არ დაშავებულა.
დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. ადგილზე იყოფებიან ასევე დე-ფაქტო შს მინისტრი ოთარ ხეცია და დე-ფაქტო გენერალური პროკურორი საფარბეი მიქანბა. სპეციალისტები ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრის განსაზღვრას ცდილობენ. დე-ფაქტო ძალოვანების ინფორმაციით, დამნაშავეები მთებში მიიმალნენ და მათ ძებნაში სამხედრო ვერტმფრენებია ჩართული.
ეს ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმის უკვე მეექვსე შემთხვევაა და დღემდე არც ერთი მათგანი არ არის გახსნილი. თავდასხმები 2005 წლიდან გრძელდება. ანქვაბი ორჯერ იყო მსუბუქად დაჭრილი.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალექსანდრე ანქვაბი
კავშირი ტეგთან: დაცვა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online