asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ალექსანდრე ანქვაბს ცეცხლი გაუხსნეს
თავდასხმას მისი დაცვის ერთი წევრი ემსხვეპლა
ალექსანდრე ანქვაბს ცეცხლი გაუხსნეს

2012-02-22 09:41:00



აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ "აპსნი პრესი" იუწყება . თავდასხმა დღეს დილით მოხდა. თავად ანქვაბი არ დაშავებულა, ხოლო მისი დაცვის ორი წევრი მძიმედ დაიჭრა. ერთი მათგანი კი, მოგვიანებით გუდაუთის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ანქვაბის ავტომობილს გუდაუთის რაიონში ავტომატიდან გაუხსნეს ცეცხლი. ანქვაბი სოხუმში, სამსახურში მიდიოდა.
ეს ანქვაბზე უკვე მეხუთე თავდასხმაა. მასზე თავდასხმები 2005, 2007 და 2010 წლებშიც განხორციელდა. 2007 წლის ინციდენტისას, როცა მის ავტომობილს ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, ანქვაბმა მცირე კონტუზია მიიღო. 2010 წელს მის სახლს ასევე ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბი დაიჭრა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ალექსანდრე ანქვაბი
კავშირი ტეგთან: თავდასხმა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online