asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ვალერი გელბახიანი 50.000 ლარად გაათავისუფლეს
გირაოთი სასამართლოს დარბაზიდან
ვალერი გელბახიანი 50.000 ლარად გაათავისუფლეს

2012-02-21 16:02:00



ვალერი გელბახიანი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი საქალაქო სასამართლოდან იუწყება, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბადრი შონიამ დაცვის მხარის შუამდგომლობა ვალერი გელბახიანის გირაოთი გათავისუფლებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ითხოვდა 30 000 ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას, თუმცა მოსამართლემ გირაოს თანხა 50 000 ლარით განსაზღვრა. დაცვის მხარის შუამდგომლობას ბრალდების მხარე არ დაეთანხმა. პროკურორმა განაცხადა, რომ ვალერი გელბახიანი ხელს შეუშლიდა გამოძიებას და არ გამოცხადდებოდა სასამართლოში, თუმცა მოსამართლემ გაითვალისწინა ვალერი გელბახიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე ის ფაქტი, რომ გამოცხადდა გამოძიებაში და დააკმაყოფილა დაცვის მოთხოვნა.
ვალერი გელბახიანი ქართველმა სამართალდამცავებმა საქართველო-სომხეთის საზღვარზე გუშინ დააკავეს. საქართველოს შს სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, "ვალერი გელბახიანი 2008 წლის 22 იანვარს ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იქნა მიცემული დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით. 2008 წლის 2 თებერვალს ვალერი გელბახიანს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება. 2008 წლის 4 თებერვალს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. დღეს კი, ვალერი გელბახიანი დაკავებულ იქნა სომხეთ-საქრთველოს საზღვრის გადმოკვეთის დროს".
"საქემეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა, რომ ვალერიან გელბახიანმა ჩაიდინა დანაშაული - შეთქმულება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად. კერძოდ: ვალერი გელბახიანმა არკადი პატარკაციშვილთან და მარინა გაბუნიასთან ერთად შეიმუშავა გეგმა, შეთქმულების გზით დაემხოთ სახელმწიფო ხელისუფლება",- აღნიშნულია სამინისტროს განმარტებაში.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ვალერი გელბახიანი
კავშირი ტეგთან: სასამართლო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online