| ქალი და მამაკაცი |

ჯანდაცვის სამინისტრომ შპს "ახალი სამშობიაროს" საქმიანობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ანდრია ურუშაძემ დღეს განმარტა, მოკვლევამ აჩვენა, რომ სამედიცინო დაწესებულებაში უხეშად არის დარღვეული კანონით დადგენილი პირობები, რაც რისკს უქმნის იქ მყოფი პაციენტების სიცოცხლეს.
მისივე თქმით, კლინიკას საქმიანობა მანამდე იქნება შეჩერებული, ვიდრე იქ შესაბამისი პირობები არ შეიქმნება.
ურუშაძის განცხადებით, პაციენტები, რომლებიც აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობენ, გადაყვანილი იქნებიან სხვადასხვა სამშობიარო სახლებში, რომლებიც შესაბამის სტანდარტებს დააკამყოფილებს, მათი სხავადასხვა დასწესებულებაში მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.
ანდრია ურუშაძემ რამდენიმე დღის წინ 26 წლის ნინო მარტოიანის გარდაცვალების ფაქტს ტრაგიკული უწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განიხილება და სამედიცნო პერსონალის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება.
ჯანდაცვის მინისტრი ბოდიშს უხდის დისკომფორტისთვის იმ პაციენტებს, რომლებიც აღნიშნული ცენტრში მკურნალობდნენ.
აღნიშნულ კლინიკაში 26 წლის ნინო მარტოიანი 18 თებერვალს გარდაიცვალა, მისმა მკურნალმა ექიმმა კი, თვითმკვლელობა სცადა.
როგორც გარდაცვლილის ახლობლები აცხადებენ, საავადმყოფოში მშობიარე ნორმალურ მდგომარეობაში მიიყვანეს და ბუნებრივი გზით უნდა ემშობიარა. სამშობიარო ბლოკში გადაყვანის შემდეგ კი, მარტოიანის მდგომარეობა დამძიმდა, პაციენტს დაეწყო ძლიერი სისხლდენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.
ამასთან, მარტოიანის ოჯახი ახალშობლის სახლში წაყვანისგან თავს იკავებს. მათი თქმით, საავადმყოფოში თავდაპირველად უთხრეს, რომ ბიჭი დაიბადა, შემდეგ კი გოგონა აჩვენეს. ოჯახი შესაბამისი ანალიზის ჩატარებას ითხოვს.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი












იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს 

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
დღეს ამაღლებაა
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ 

































