| ქალი და მამაკაცი |

"კონსერვატორებიდან" და "ხალხის პარტიიდან" "ქართული ოცნების" პოლიტიკურ კოალიციას მხოლოდ ზვიად ძიძიგური და კობა დავითაშვილი შეუერთდებიან, - ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო "რედისონში" კოალიციის "ქართული ოცნება" პრეზენტაციისას განაცხადა.
პოლიტიკური კოალიციაში გაწევრიანდნენ "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", "საქართველოს რესპუბლიკური პარტია", "თავისუფალი დემოკრატები" და "ეროვნული ფორუმი".
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, ეს იმას არ ნიშნავს, "კონსერვატორებისა" და "ხალხის პარტიის" აქტივი კოალიციის სასარგებლოდ არ იმუშავებს.
"ისინი თავიანთი რესურსით შეეცდებიან, დაეხმარონ კოალიციას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
მისივე განმარტებით, კოალიციაში შემავალი სუბიექტები დღეიდან ერთ გუნდად ჩამოყალიბდნენ, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილმა თხოვნით მიმართა საზოგადოებას და ჟურნალისტებს, ისინი ამიერიდან ერთ გუნდად განიხილონ.
"თუ იქნება კრიტიკა, ან ქება კოალიციის რომელიმე სუბიექტის მიმართ, გთხოვთ, ეს იყოს ერთიან კონტექსტში. დღეიდან ჩვენ ერთი გუნდი ვართ. გავაერთიანებთ და ერთ მუშტად შევკრავთ მთელს საზოგადოებას იმისთვის, რომ ჩვენ გავიმარჯვოთ ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში და ერთად ავასრულოთ ქართველი ხალხის ქართული ოცნება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკურ საბჭოს წევრები იქნებიან ბიძინა ივანიშვილი, დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია, კახა შარტავა ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი, ალექსი პეტრიაშვილი და ნოდარ ხადური. პოლიტიკურ საბჭოს ნოდარ ხადური უხელმძღვანელებს.
კოალიციის წევრების წარდგენისას ბიძინა ივანიშვილმა წაიკითხა "ქართული ოცნების" სადამფუძნებლო დეკლარაცია, რომელიც 12 ძირითად პრინციპს მოიცავს და რომელსაც კოალიციაში გაწევრიანებული სუბიექტები უერთდებიან.
რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო", მისი სადამფუძნებლო ყრილობა, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში გაიმართება.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი












იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს 

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
დღეს ამაღლებაა
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ 








































































































































