| ქალი და მამაკაცი |

დღეს, 21 თებერვალს, იერუსალიმში მყოფი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II შეხვდება მთავარ რაბინებს, მოინახულებს გოდების კედელს. შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გამგზავრება იერუსალიმიდან ქ. ლოდში, წმ. გიორგის საფლავის ეკლესიაში, სადაც მოილოცავენ წმინდა გიორგის საფლავს და შეასრულებენ სავედრებელ პარაკლისს.
22 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება ქ. ხოლონში, სადაც გაიმართება ილია II-ის შეხვედრა ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებთან. 23 თებერვალს პატრიარქი ისრაელის ქნესეთში შეხვდება ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს, რეუვენ (რუბი) რივლინს. შეხვედრის შემდეგ საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გაემგზავრება სიონის წმინდა მთაზე და მოილოცავს წმინდა მეფე და წინასწარმეტყველი დავითის საფლავს. იმავე დღეს საქართველოს ეკლესიის დელეგაცია გამგზავრება ჰერცელის მთაზე, სადაც დაათვალიერებს იად ვაშემის მუზეუმს. გარდა ამისა, ილია II შეხვდება ისრაელის პრეზიდენტს. მის აღმატებულება შიმონ პერესს და იერუსალიმის მერს. 24 თებერვალს საქართველოს ეკლესიის დელეგაციის წევრები მოილოცავენ წმინდა გერასიმეს მონასტერს; გაემგზავრებიან იორდანიის საზღვარზე მაცხოვრის ნათლობის ადგილზე და ილოცებენ მდინარე იორდანესთან; მილოცავენ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილს. 25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში დაბრუნდება.


|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი












იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს 

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
დღეს ამაღლებაა
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ 






























































































































