asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლეონიდ ლაკერბაია – სოხუმის პორტიდან ქართველი მეზღვაურები უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან
განცხადება
ლეონიდ ლაკერბაია – სოხუმის პორტიდან ქართველი მეზღვაურები უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან

2012-02-20 12:44:00



სოხუმის პორტიდან ქართველი მეზღვაურები უახლოეს დღეებში დაბრუნდებიან. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა, ლეონიდ ლაკერბაიამ განუცხადა.
ლაკერბაიას განცხადებით, ამ დღეებში სოხუმში თურქეთიდან გემის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელს ელოდებიან, რომელიც აფხაზეთში 2 თებერვალს ერთხელ უკვე იყო ჩასული.
"თუ ის უახლოეს დღეებში არ ჩამოვა, გემს უტილიზებას ჩავუტარებთ, მეზღვაურებს კი სამშობლოში გავამგზავრებთ. მათ დაბრუნებას არც აქამდე უშლიდა ვინმე. ეს გემი მაისიდან სოხუმის პორტში დგას და მასზე აზერბაიჯანულ-ქართული ეკიპაჟი აღმოჩნდა. თურქებიც იყვნენ, მაგრამ ისინი წავიდნენ და დანარჩენები აქ დატოვეს. ეკიპაჟის წევრები თავს ნორმალურად გრძნობენ. ისინი გემზე ცხოვრობენ და პორტის ადმინისტრაცია წყლით, საკვებითა და საწვავით ამარაგებს", - განაცხადა ლაკერბაიამ.
პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის, "ჰაკი ჩილიოღლუს" ბორტზე ქართველი მეზღვაურები - გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე 6-თვიანი ხელშეკრულების საფუძველზე, 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი მოტყუებით, კანონის დარღვევითა და თაღლითური გზით, აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიყვანეს. მეზღვაურებს გასამრჯელოს სახით ამ დრომდე არანაირი თანხა არ მიუღიათ. გემი გასული წლის მაისიდან სოხუმის პორტში დგას.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

სიახლეები
კავშირი ტეგთან: ქართველი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online