| ქალი და მამაკაცი |

განზრახ მკვლელობაში და პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში ბრალდებულს გიორგი ელიაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენის შესახებ შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ ალექსანდრე ლუტიძეს 3 წლით და 6 თვით პატიმრობა.
როგორც ~ინტერპრესნიუსს~ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, საქმის მასალების მიხედვით, 2011 წლის 3 ივლისს, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე # 25 კორპუსთან, გიორგი ელიაშვილსა და დევიკო ჯ.-ს ერთმანეთში, "არასათანადოდ" მისალმების გამო, მცირე კონფლიქტი მოუვიდათ. აღნიშნულით გაღიზიანებულმა დევიკო ჯ.-მ შემდგომი ე.წ. საქმის გარჩევის მიზნით, გიორგი ელიაშვილი დაახლოებით 23:00 საათზე, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიბარა. წინასწარ შერჩეულ ადგილზე გიორგი ელიაშვილი ალექსანდრე ლუტიძესთან და გამოძიებით დაუდგენელ პირთან ერთად მივიდა. მისვლისას მათ ზემოხსენებულ ადგილზე უკვე დახვდნენ დევიკო ჯ. ძმასთან ემზარ ჯ.-სთან და სამ მეგობართან ერთად. მათი ხმამაღალი საუბარი კვლავ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც გიორგი ელიაშვილმა თანნაქონი დანით, დევიკო ჯ.-ს განზრახ მოკვლის მიზნით მარჯვენა მხარეს, მკერდის არეში ერთი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ გიორგი ელიაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო დევიკო ჯ. საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
ალექსანდრე ლუტიძემ, რომელმაც დაინახა და ნამდვილად იცოდა, რომ გიორგი ელიაშვილის მიერ ჩადენილი იყო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული, აღნიშნული ფაქტის შესახებ, სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა.
2011 წლის 4 ივლისს სამართალდამცველებმა გიორგი ელიაშვილი თბილისში დააკავეს. მან დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა.
სასამართლოს ცნობით, ღია სასამართლო სხდომაზე გიორგი ელიაშვილმა და ალექსანდრე ლუტიძემ თავი არ სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, თუმცა მათ მიმართ წარდგენილი ბრალეული ქმედება დადასტურებულ იქნა: მოწმეთა ჩვენებებით, ბრალდებულთა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებითა და საქმეში არსებულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში, გიორგი ელიაშვილს სასჯელის სახედ და ზომად, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო ალექსანდრე ლუტიძეს 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



ყოფილმა სიძემ სიდედრი მოკლა
დღეს სვიმონ კანანელის ხსენების დღეა
ვანო ჩხარტიშვილი ტელეკომპანია ”მზის” დაბრუნებას აპირებს
პირობებს კარნახობს უკვე ივანიშვილი, ადრე პირობებს კარნახობდა სააკაშვილი












იულია ტიმოშენკოს მამამთილის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცეს 

ფრანსუა ოლანდი უკრაინაში გასამართ "ევრო 2012"-ის მატჩებს ბოიკოტს უცხადებს
დღეს ამაღლებაა
აფხაზეთში ისლამური იატაკქვეშეთი მოქმედებს
მართლმადიდებელი სამყარო ხვალ ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს
სალიტანიო ანჩისხატით ჯვრის სახით დედაქალაქის მოლოცვა ხვალ დასრულდება
კონტროლის პალატა ნაციონალი დეპუტატის წინააღმდეგ
ვანო ჩხარტიშვილი მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
ევგენი ბორისოვი რომან დუმბაძის პანაშვიდზე მივიდა
ბიძინა გიორგობიანი - შსს-ს, კონტროლის პალატას და კუდ-ს ფეხებს დავამტვრევ 






































































































