asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საპატრიარქოს გვერდით კაზინო "შანგრილა" იხსნება
რა არ მოსწონს ფონდ ”ერთობას”
საპატრიარქოს გვერდით კაზინო "შანგრილა" იხსნება

2012-02-06 00:09:18



თანამედროვე გაგებით, პირველი კაზინო პარიზში 1765 წელს გაიხსნა. კაზინოს გახსნაზე ნებართვა საფრანგეთის პირველმა მინისტრმა, კარდინალმა ჯულიო მაზარინიმ გასცა, ამის მიზეზი ლუდოვიკო XIV ხაზინის შევსების აუცილებლობა იყო.
მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი გაება მის ქსელში, ბევრმა მოიტეხა კისერი, ბევრმაც ამ მაცდური სამყაროს სტუმრობის შემდეგ, თვითმკვლელობით დაამთავრა სიცოცხლე. ადამიანები მიხვდნენ, რომ ეს ის სამყაროა, სადაც შეიძლება ყველაფერი დაკარგო: დროის შეგრძნება, ოჯახი, ღირსება, ისინი მაინც ფუნქციონირებენ. თუმცა, ბევრმა ქვეყანამ (აზერბაიჯანმა, თურქეთმა, მოსკოვმა, უკრაინამ) კაზინოები აკრძალა. სამწუხაროდ, საქართველო ყველაფერში გამონაკლისია. სხვაგან თუ აიკრძალა, საქართველოში მომრავლდა. ბათუმსა და თბილისში ერთმანეთს "ეჯიბრებიან" კაზინოების მშენებლობაში. მათ ასაშენებლად აღარც ტერიტორიას და აღარც ისტორიულ ძეგლებს აქცევენ ყურადღებას. 26-27 იანვარს თბილისის კაზინოებს კაზინო "შანგრილაც" შეემატება. თითქოს უჩვეულო აქ არაფერი უნდა იყოს, რომ არა ერთი გარემოება. ეს კაზინო ჩვენი საპატრიარქოს გვერდზე შენდება, რაც საზოგადოებაში გარკვეულ აღშფოთებას იწვევს. ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალ "გუმბათს" ფონდი "ერთობის" დამფუძნებელი, გიორგი დარასელია, ესაუბრა.
გიორგი დარასელია:
- კაზინო-სამორინე "შანგრილას" გახსნით, ხელისუფლების მფარველობის ქვეშ მყოფმა ბიზნესმენებმა კიდევ ერთხელ გამოავლინეს ჩვენი მართლმადიდებლური რელიგიის მიმართ უპატივცემულობა.
ეს აღმაშფოთებელი ამბავია. იქ ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქი ლოცულობს, ისვენებს, იქ იკრიბება წმინდა სინოდი და ასეთი წმინდა ადგილისა და ასეთი წმინდა ადამიანის გვერდით ეშმაკის საბადოა. პირველ რიგში, ეს მათი ოჯახებისთვის, ერისთვის არის ცუდი. საპატრიარქოს გვერდით კაზინოს აშენება ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ვინც ამ კაზინოს ხსნის, ის ქართველ ხალხს აყენებს ამით შეურაცხყოფას. მათ შთამომავლობაზე დიდი ცოდვა გადადის, ეს რჯულის კანონშიც წერია და საეკლესიო კანონშიც.
- თქვენთვის თუ არის ცნობილი, ვის ეკუთვნის ეს კაზინო?
- სამწუხაროდ, არა. ისინი თავის ვინაობას არ ამხელენ. მაგრამ ამხელა შენობა არ აშენდებოდა, მათ უკან დიდი ძალა - ხელისუფლების წარმომადგენლები რომ არ იდგნენ. მიუხედავად იმისა, რომ კაზინოს დიდი შემოსავალი აქვს, ბევრ ქვეყანაში აკრძალეს. იქ აკრძალული აქ იხსნება. ხშირად შემინიშნავს კაზინოს წინ მანქანის უცხოური ნომრები. სამწუხაროდ, ქართველი ერი აზარტულია და ეს სენი მეტ-ნაკლებად აქვთ შეთვისებული. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ ეს აზარტულობა კაზინოში კი არ გამოიყენონ, არამედ შრომასა და კეთილ საქმეში.
- როდესაც მშენებლობა დაიწყო, თავის დროზე რატომ არ გამოეხმაურეთ?
- არავინ ვიცოდით, თუ რა შენდებოდა. ბიზნესმენმა ადგილი შეიძინა და რასაც უნდა, იმას ააშენებს, მაგრამ ვერავინ წარმოვიდგენდით, რომ ისეთი წმინდა ადგილის გვერდით, როგორც საპატრიარქოა, ეშმაკის სახლს ააშენებდნენ.
- ამ კაზინოსთან დაკავშირებით საპატრიარქო რატომ დუმს?
- დუმს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ კონფლიქტში არავისთან შევა. მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. ჩემთვის ცნობილია, რომ ბევრი სასულიერო პირი, ბევრი დედაო ამ ფაქტით აღშფოთებულია, მაგრამ ოფიციალურად არ გამოდიან, რადგან დაპირისპირება არ უნდათ. ჩემი ფონდის სახელით, ჯერ პრესასა და ტელევიზიას მივმართავ, მერე კი ყველგან ვივლით და ხალხს მოვუწოდებთ, რომ კაზინოში არ იარონ. შესასვლელთან დავდგებით და, ვინც შევა, ბროშურებს დავურიგებთ, რომ იქ არ შევიდნენ. ცოტა რომ დათბება, აქციებსაც მოვაწყობთ.
- თქვენ გინდათ, რომ ადამიანებმა საერთოდ არ იარონ კაზინოში?
- რა თქმა უნდა. ამ კაზინოებით იმდენი ადამიანი ზარალდება, იმდენი ადამიანი იღუპება, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ყველასთვის ცნობილია, რომ ამ სენით შეპყრობილები არ იკურნებიან. ვიცი ადამიანები, რომლებიც თამაშით ცხოვრობენ. ერთმა პიროვნებამ სამი თუ ოთხი დღე და ღამე კაზინოში გაათენა, გარეთ გამოსულმა კი თავი მოიკლა. კაზინო "აჭარასთან" ერთმა კაცმა ლიმონკით აიფეთქა თავი, რადგან ყველაფერი წააგო და ყველაფერი დაკარგა. არ მინდა პოლიტიკური განცხადება გამომივიდეს, მაგრამ ჩვენს ხელისუფლებას თხოვნით მივმართავ, რომ საქართველოში კაზინოების მშენებლობა აკრძალოს. კაზინოთი ათი ადამიანი ხელს თუ ითბობს, ათასობით უბედურდება. ისედაც გაუბედურებულსა და გაჭირვებულ პირობებში ვცხოვრობთ და მეტი გაუბედურება აღარ გვინდა. სანდო წყაროდან გავიგე, რომ მცხეთაშიც, იმ უძველეს ქალაქშიც, აპირებენ კაზინოების გახსნას. ესეც კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ფაქტია. ვისურვებდი, რომ ამ ყველაფერს სასურველი რეაქცია მოჰყვეს. საუბედუროდ, ჩვენთან ტაძრებზე მეტი კაზინოებია. უფრო უარესს გეტყვით, კაზინო "აჭარაბეთში" ეკლესიის შესაწირი დგასო. ამ ამბის გადასამოწმებლად თავად შევედი "აჭარაბეთში" და ჩემი თვალით ვნახე შესაწირი ყუთი, რომელიც სალაროსთან იდგა და ეწერა: ანდრია პირველწოდებულის ტაძრის შესაწირი ყუთი. მერე გავარკვიე, რომ ეკლესიიდან ასეთ რაღაცებზე ნებართვა არ არის და ამას თავად კაზინოს მეპატრონეები აკეთებენ.
- სასულიერო პირებმა ამის შესახებ რა თქვეს?
- ისინიც გმობენ ასეთ საქციელს. ეკლესიისთვის ასეთი შესაწირი მიუღებელია. ეკლესია როგორ აიღებს ისეთ ფულს, ისეთ შესაწირს, რომელიც ადამიანებს ღუპავს.
ლია ოსაძე


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: საპატრიარქო
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online