asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ლაგოდეხში, ზაქათალის ქუჩაზე მდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა
წყალდიდობა
ლაგოდეხში, ზაქათალის ქუჩაზე მდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

2011-08-21 15:25:00



ლაგოდეხში, ზაქათალის ქუჩაზე მდებარე კორპუსებიდან 100-მდე ოჯახის ევაკუაცია მოხდა.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელ დიმიტრი ლოლაძეზე დაყრდნობით იუწყება, ადიდებული მდინარე შრომისხევიდან წყალი გადმოვარდა და კორპუსებს დანგრევის საფრთხე შეუქმნა.
"ხალხი გამოვიყვანეთ. ამ წუთებში წვიმამ ცოტა იკლო. საშიშროებაც ნაწილობრივ მოიხსნა. ადგილზე ვართ ყველა შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელი", - აღნიშნა ლოლაძემ.
ზაქათალის ქუჩაზე მობილიზებულები არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.
გუშინ ღამიდან კახეთში გადაუღებლად წვიმს. რეგიონში ადიდებულია თითქმის ყველა მდინარე. საგარეჯოს რაიონის ხუთ სოფელში, ასევე, ლაგოდეხისა და გურჯაანის სოფლებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. დატბორილია ასობით ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სავარგულები. ადიდებულმა წყალმა სოფელ შიბლიანთან დამაკავშირებელი ხიდი წაიღო. გარესამყაროს არის მოწყვეტილი გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემიც. რეგიონს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ზოგიერთ რაიონში რამდენიმე წუთის წინ გამოიდარა.


Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ქუჩა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online