asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ძლიერმა ქარმა ფილარმონიასთან იაფი ბაზარი დაშალა
არავინ დაშავებულა
ძლიერმა ქარმა ფილარმონიასთან იაფი ბაზარი დაშალა

2012-02-19 16:53:00



ძლიერმა ქარმა ფილარმონიასთან განთავსებული "იაფი ბაზრის" კარავი დაშალა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" შემთხვევის ადგილზე განუცხადეს, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. თვითმხილველების განცხადებით, ქარმა კარვის ერთი ნაწილი იმ დროს წააქცია, როცა იქ ვაჭრობა მიმდინარეობდა.
ამჟამად ადგილზე შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ, რომლებიც ვაჭრობის მიზნით განთავსებულ კარვებს სრულად შლიან. ადგილზე იმყოფებიან თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლებიც.
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, თბილისში ხორციელდება პროექტი "იაფი ბაზარი სახლთან ახლოს". აღნიშნულის ფარგლებში თბილისის ყველა რაიონში შაბათ-კვირას მუშაობს ბაზარი, რომელიც სპეციალურ კარვებშია განთავსებული და მოქალაქეებს სხვადასხვა პროდუქტის შეძენა შედარებით დაბალ ფასში შეუძლიათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბაზარი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online