asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

მოყინვის გამო 40 წლის ქალს თითების ამპუტაცია დასჭირდა
უსახლკარო ქალი
მოყინვის გამო 40 წლის ქალს თითების ამპუტაცია დასჭირდა

2012-02-18 10:14:00



მოყინვის შედეგად გუშინ დამწვრობის ცენტრში ქირურგიული ჩარევა 40 წლის უსახლკარო ქალბატონს დაჭირდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ლაგვილავამ აცნობა, ქალი ცენტრში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. მას დოკუმენტაცია არ გააჩნდა და არც საცხოვრებელი ადგილი. ქალი სოციალურად დაუცველთა სიაში ირიცხება. პაციენტს გაუკეთდა ოპერაცია, რის შედეგადაც მარჯვენა ტერფის პირველი, მეორე და მესამე თითები დაკარგა. ავადმყოფის სამედიცინო ხარჯებს მერია დაფარავს.
გუშინ დღის განმავლობაში ცენტრს მოყინვის ჩივილებით ამბულატორიულად კიდევ ოთხმა პაციენტმა მიმართა. ამჟამად ცენტრში 7 პაციენტი მკურნალობს. მათგან, სავარაუდოდ, ოთხს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეთ.
მოყინვის გამო ამპუტაცია სულ სამ პაციენტს დასჭირდა.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online