asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ბავშვი ორჯერ დაიბადა
იღბლიანი
ბავშვი ორჯერ დაიბადა

2012-02-15 08:41:41



ჩად და კერი მაკარტნებს უცნაური რამ დაემართათ. ისინი მართლა იღბლიანები არიან _ მათი შვილი ორჯერ დაიბადა! მეისი ჰოუპი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ დედაც გადაარჩინა და საკუთრი თავიც. კერი 23 კვირის ორსული იყო. მან გადაწყვიტა, შვილის სქესი გაეგო. და სწორედ აქედან იწყება ნამდვილი სასწაული! ექიმებმა დიდი სიმსივნე აღმოაჩინეს, რომელიც დედის მუცელში მყოფ მეისის კუდუსუნის ძვალზე ვითარდებოდა. ეს საშიში იყო და ამიტომ კერის აუცილებლად უნდა გაეკეთებინა ოპერაცია. მეისი პირველად მაშინ დაიბადა, როცა ექიმებმა ჩანასახის კუდუსუნის ძვალზე მეტად რთული ოპერაცია ჩაატარეს და ბავშვის ამოყვანა გახდა საჭირო დედის საშვილოსნოდან. ოპერაციის შემდეგ მეისი საშვილოსნოში დააბრუნეს, ოპერაციიდან სამი კვირის შემდეგ კი გოგონა კიდევ ერთხელ დაიბადა. ის ჯანმრთელი და უვნებელია!

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ბავშვი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online