asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

საბერძნეთის პარლამენტში მინისტრს კანონპროექტი ესროლეს
ინციდენტი
საბერძნეთის პარლამენტში მინისტრს კანონპროექტი ესროლეს

2012-02-12 20:21:00



საბერძნეთის პარლამენტში ინციდენტი მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას, ქვეყნის ფინანსთა მინისტრს, ევანგელოს ვენიზელოს დეპუტატმა კომუნისტური პარტიიდან გეორგიუს მავრიკუსმა 700 გვერდიანი კანონპროექტი ესროლა, თუმცა, მინისტრი გადარჩა, რადგან მოქნეული კანონპროექტი არ მოხვდა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დეპუტატები მინისტრთან ერთად ევროკავშირთან საკრედიტო შეთანხმების საკითხს განიხილავდნენ, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით ამაღამ უნდა მიიღოს.
კომუნისტების პროტესტი იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ამ სქელტანიანი კანონპროექტის ბოლომდე გაცნობა ვერ მოახერხეს. გარდა ამისა, მათი აზრით, ქვეყნის პრემიერი ნდობას არ იმსახურებს და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.
კანონპროექტის მიღება საბერძნეთისთვის დეფოლტის აცილებისთვის არის აუცილებელი.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: პროექტი
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online