asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

თბილისში მოყინვით 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
უსახლკარო პაციენტი
თბილისში მოყინვით 45 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

2012-02-11 11:33:00



მოყინვისა და სხეულის გადაციების შედეგად დამწვრობის ცენტრში გამთენიისას უსახლკარო პაციენტი გარდაიცვალა .
როგორც "ინტერპრესნიუსს" რეფერალური ჰოსპიტლის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ აცნობა, მამაკაცი დაახლოებით 45 წლის იყო, მას არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. იგი I კლინიკური საავადმყოფოდან კატასტროფის ცენტრის ბრიგადამ უმძიმეს მდგომარეობაში გუშინ საღამოს მიიყვანა. პაციენტი აპარატზე იყო შეერთებული.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პაციენტის მოყინვისა და გადაციების შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა და მკურნალობა დაგვიანებული იყო.
ამასთან, დამწვრობის ცენტრში მოყინვის დიაგნოზით ამჟამად კიდევ ორი პიროვნება იმყოფება. მათგან ერთი 50 წლამდე ასაკის მამაკაცია, ხოლო მეორე 75 წლის მოხუცი ქალბატონი, რომელსაც უმწეოს სტატუსი აქვს. ორივე პაციენტს, სავარაუდოდ, ფეხის თითების ამპუტაცია დაჭირდებათ.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online