| ქალი და მამაკაცი |

თელავში, ზუზუმბოს დასახლებაში მგელმა 27 წლის ბიჭი მუხლის არეში დაკბინა. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, დაზარალებული თელავის საავადმყოფოდან თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გააგზავნეს, რადგან რაიონულ საავადმყოფოში იმუნოგლობულინი არ ჰქონდათ.
„ახალგაზრდას ნაკბენი მუხლის არეში ჰქონდა. საავადმყოფოში ამჟამად იმუნოგლობულინის მარაგი გაგვითავდა. ამიტომ, ის აცრის გასაკეთებლად თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში გავაგზავნეთ. ვაქცინა მას იქ გაუკეთდა. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება იმუნოგლობულინს, მის მიღებას საავადმყოფოში დღესაც ველოდებით", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის რაიონული საავადმყოფოს რაბიოლოგმა ნოდარ ბაჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში მცხოვრები 65 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მას ხელის მტევანი ჰქონდა მოჭმული. მეზობლები ვარაუდობენ, რომ მამაკაცს საცხოვრებელი სახლის ეზოში თავს ნადირი დაესხა. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში კახეთში დასახლებულ პუნქტებში 3 მგელი მოკლეს. გურჯაანში, თავისუფლების ქუჩაზე, სავაჭრო ცენტრის წინ; ახმეტაში პირველ საჯარო სკოლასთან და სოფელ ხორბალოში; ყვარლის რაიონის სოფელ მთისძირში სოფლის გამგეობის შენობის წინ.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



რესტორან "მირზაანში" ხანძარი გაჩნდა
ზემო ფონიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა
თვითმკვლელობა თემქაზე
ბათუმში თამბაქოს ქარხნის ყოფილი შენობა ჩამოინგრა












თურქეთში ალკოჰოლით საქართველოს 2 მოქალაქე გარდაიცვალა
თამარ რუხაძე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს აბსოლუტურად ფხიზელი იყო
თამარ რუხაძე ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა 

ვაკეში 56 წლის რამაზ შალამბერიძემ თავი საკუთარ სახლში მოიკლა
ვერცხლის ქუჩაზე სომხური ეკლესია ჩამოინგრა
25 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო
შემთხვევა დიღომში, რომელმაც გოგონას აზროვნება შეცვალა
ზაჰესის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი ჩავარდა
მეტეხის ხიდთან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რუსული თვითმფრინავის ნამსხვრევები კუნძულ იავას დასავლეთით აღმოაჩინეს
ავტოსაგზაო შემთხვევას 21 წლის ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა
რუსული თვითმფრინავი ჯაკარტაში რადარებიდან გაქრა 












