| ქალი და მამაკაცი |

რას უქადის საქართველოს ავღანეთის ომში ჩაბმა
ირაკლი სესიაშვილი: "ეს რისკებს ზრდის, მაგრამ ასევე ზრდის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს"
ვაშინგტონში ჩასულმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ განაცხადა, რომ ავღანეთში ნატო–ს მიერ წარმოებულ ანტიტერორისტულ ოპერაციაში საქართველოს ტერიტორია იქნება გამოყენებული. აქამდე ავღანეთის ოპერაციაში ჩვენი მონაწილეობა მხოლოდ ქართული საჯარისო ნაწილების მონაწილეობას ნიშნავდა. ახლა ჩვენს ტერიტორიაზეცაა ლაპარაკი. რა სახით იქნება გამოყენებული საქართველოს ტერიტორია ნატო–ს და ამერიკის მიერ, რა რისკის ქვეშ აყენებს ეს ქვეყანას და რას მოგვიტანს ეს გადაწყვეტილება? "სარკე" ამ საჭირბოროტო საკითხზე სამხედრო ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.
ირაკლი სესიაშვილი: იმის გარდა, რომ საქართველო პოლიტიკურადაა სტრატეგიული მნიშვნელობის, ის აღმოსავლეთ–დასავლეთის დერეფანია. ამის გარდა, ევროპისთვის ის აღმოსავლეთ ნაწილია, რომლის სიახლოვესაცაა რთული რეგიონები: ახლო აღმოსავლეთი, აზიის დერეფანი და ა.შ. რუსეთისთვის საქართველოს უფრო მეტი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დასავლეთისთვის იმ კუთხით, რომ, თუ საქართველოს სრულ ოკუპაციას შეძლებს, აქედან ირანზე გადის და მთლიანად კეტავს აღმოსავლეთ–დასავლეთის ცენტრალურ დერეფანს.
რაც შეეხება ავღანეთთან დაკავშირებულ საკითხებს. ობამას ადმინისტრაცია ერთ–ერთ სტრატეგიად მიიჩნევს ავღანეთში სიტუაციის სტაბილიზაციას, იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ნატო–ს ოპერაციამ მარცხი განიცადა. შეერთებულმა შტატებმა და ნატო–მ გადაწყვიტეს, დარტყმითი ოპერაცია განახორციელონ და ავღანეთი მოამზადონ იმისთვის, რომ სრული კონტროლი ადგილობრივ ხელისუფლებას გადასცენ, რაც აქამდე ფაქტობრივად ვერ ხერხდება. ამ ვითარებაში შეერთებული შტატებისა და ნატო–სთვის ყირგიზეთში იყო საუკეთესო პირობები, რათა ტვირთების გადაზიდვა ავღანეთში მისი გავლით მომხდარიყო, მაგრამ რუსეთმა გამოიყენა პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტები და ყირგიზეთმა ამერიკის ბაზა თავისი ტერიტორიიდან გააძევა. ობამას ადმინისტრაციას დახვდა სერიოზული პრობლემა – ოპერაციის ჩასატარებლად არ გააჩნიათ საკმარისი სატრანზიტო საშუალებები და ბაზები ავღანეთის მიმდებარე ტერიტორიაზე. რუსეთმა, ერთი მხრივ, კი დაახურვინა ყირგიზეთს ამერიკული ბაზა, მაგრამ, მეორე მხრივ, შეერთებულ შტატებს სთავაზობს, ამერიკამ გამოიყენოს რუსეთის ტერიტორია ტვირთების გადასაზიდად, სანაცვლოდ კი მისი სახელმწიფოებრივი ინტერესების უზრუნველყოფას ითხოვს.
– კერძოდ, რა ინტერესების?
– ამერიკამ უარი უნდა თქვას სამხრეთ კავკასიაზე. ასეთ შემთხვევაში ნატო–ს გაფართოება, მასში საქართველოს ინტეგრაცია და ნატო–სთან აზერბაიჯანის შემდგომი თანამშრომლობა შესუსტდებოდა, ანუ ფორმალურად მიეცემოდა სახე, რომ თითქოს ჩვენ პროცესს გავდივართ, მაგრამ ფაქტობრივად აღმოვჩნდებოდით რუსული ზეგავლენის ქვეშ. დასავლეთისთვის სამხრეთ კავკასიას გეოპოლიტიკური თვალსაზრისით იმდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ასე მარტივად ჩვენი რეგიონი ვერაფერში გაიცვლება. პლუს ამას, ნაბუკოს პროექტი იქნება ევროპისთვის გაზის მიწოდების ალტერნატივა და ამ მხრივაც ჩვენმა რეგიონმა დამატებითი მნიშვნელობა შეიძინა. ამიტომ ცხადია, შეერთებული შტატები ერთ პროექტზე არ გაჩერდება, რუსეთთან ალბათ მოლაპარაკებებს გააგრძელებს, მაგრამ შეეცდება, სხვადასხვა ალტერნატიული გზა გამონახოს ტვირთების გადასაზიდად. განიხილებოდა თურქეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, აზიის სხვა ქვეყნები, მაგრამ თურქეთსა და აზერბაიჯანს გარკვეული რელიგიური პრობლემები აქვთ. ამ მხრივ, საქართველო ერთ–ერთი საინტერესო ვარიანტია შეერთებული შტატებისთვის. თუ ამერიკა გამოიყენებს საქართველოს ტერიტორიას და რომელიმე აეროდრომს ტვირთების გადაზიდვისთვის, ეს ჩვენთვისაც საინტერესოა. ეს არ იქნება ამერიკული სამხედრო ბაზა, იქნება სატრანზიტო წერტილი, საიდანაც ტვირთების გადატანა–გადმოტანა, გაჩერება მოხდება. ამით ამერიკა არ გადადგამს კონფრონტაციულ ნაბიჯს რუსეთის წინააღმდეგ და საქართველში ამერიკულ ბაზას არ ააშენებს.
მეორე მხრივ, ჩვენთვის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს დამატებითი გარანტიაა. რუსეთი მოერიდება, იმ ქვეყანაზე განახორციელოს აგრესია, სადაც იმყოფებიან ნატო–ს ჯარები ან არსებობს ნატო–ს ბაზა. ვიმეორებ, ეს არ იქნება წმინდა წყლის სამხედრო ბაზა, აქ არ იქნებიან ნატო–ს საბრძოლო დანაყოფები. აქ იქნებიან ის მოსამსახურეები და ინფრასტრუქტურა, რომელიც მხოლოდ ტვირთების გადაზიდვას მოემსახურება.
– რაიმე რისკის წინაშე თუ ვდგავართ?
– რისკი ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს, როცა ამ შემთხვევაში ნატო ტერორიზმს ებრძვის. ეს რისკებს ზრდის, მაგრამ ასევე ზრდის ჩვენი უსაფრთხოების გარანტიებს. ამიტომ არჩევანი ჩვენზეა. ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და რუსული აგრესიის საფრთხეები რომ არ გვქონდეს, შეიძლებოდა კიდევაც გვეფიქრა, შეიძლება თუ არა წავიდეთ ამ რისკზე. და კიდევ, ამ ბაზამ ეკონომიკური დატვირთვაც მიიღო. უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოსთვისაც ექნება ეკონომიკური მნიშვნელობა. იმის გარდა, რომ გარკვეული თანხა შემოვა, ინვესტიციების მოზიდვის მეტი შესაძლებლობები გვექნება.
– საქართველო ისლამური სამყაროს გულშია. ამდენად, საშიშროება ალბათ მაინც არსებობს.
– თუ ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჩვენი რესურსებით შევეცდებოდით, ამას მთელი ჩვენი ქვეყნის რესურსი არ ეყოფოდა. ამ ნაბიჯს იძულების წესით ვდგამთ. თუ რომელიმე ძლიერ ქვეყანას ან უსაფრთხოების ძლიერ კოალიციას არ შევეკარით, საკუთარი რესურსებით ვერ შევძლებთ თავი დავიცვათ, ერთი მხრივ, რუსული აგრესიისგან და, მეორე მხრივ, თუ ამის აუცილებლობა გაჩნდება, მუსლიმანური სამყაროსგან.
– აგვისტოს ომში რუსებმა პირველად ამერიკელების აშენებული მარნეულის აეროდრომი დაბომბეს. ახლა რა შეუშლით ხელს?
– თუ მარნეულში მომავალში ნატო–სთვის ტვირთების გადაზიდვის ბაზა იქნება, რუსეთი მას არც და ვერც დაბომბავს. თუ დაბომბავს, ეს ნატო–ზე თავდასხმა იქნება.
– რუსეთი გვემუქრება, ნატო–ში არ შეხვიდეთ, თორემ ძალიან გავბრაზდებიო. ამ მუქარას როგორ განახორციელებს?
– იმიტომ გვემუქრება, რომ იცის, თუ ნატო–ში შევალთ, თავს დავიხსნით რუსული აგრესიისგან. ნატო–ში შესვლის შემთხვევაში ის დაკარგავს ჩვენზე ზეწოლის ბერკეტებს.
– ვრცელდება ინფორმაციები, რომ რუსეთი შემოდგომისთვის ისევ ემზადება ჩვენთან საომრად.
– თუ ფელგენგაუერი საუბრობს ამაზე, მას არ მივიჩნევ ობიექტურ ექსპერტად. მიმაჩნია, რომ ორმაგი აგენტია. მუშაობს როგორც რუსეთის, ისე საქართველოს ხელისუფლებაზე. შემოდგომაზე არანაირი აგრესია მოსალოდნელი არაა. რუსეთმა თეორიულად შეიძლება შეძლოს საქართველოს ოკუპაცია, მაგრამ ვერ შეძლებს მის პოლიტიკურ კონტროლს, რაც ნიშნავს, რომ პოლიტიკური მიზანი ვერ იქნება მიღწეული და შესაბამისად ასეთ ოპერაციას აზრი არ აქვს. დასავლეთი არ დაუშვებს იმას, რომ რუსეთმა ასეთი ნაბიჯი გადადგას და თუ გადადგა, შეეწინააღმდეგება.
– დასავლეთის პასუხი აგვისტოში სულაც არ იყო ისეთი, როგორსაც მოველოდით.
– თუ აგვისტოს მოვლენებისთვის დასავლეთი და შეერთებული შტატები არ ელოდნენ, რომ რუსეთი ასეთ ნაბიჯს გადადგამდა და მზად არ იყვნენ, დღეს ეს ყველაფერი გააანალიზეს და მსგავს სცენარებზე მუშაობენ. თუ ასეთი რამ განმეორდება, დარწმუნებული ვარ, რუსეთს ადეკვატური პასუხი გაეცემა.
– თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას როგორ აფასებთ?
– ჩვენთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ გარკვეულ უხერხულობას მაინც ქმნის იმ კუთხით, რომ ეს მუდმივად გამოყენებული იქნება საერთაშორისო საზოგადოებაზე პოლიტიკური ზეწოლისთვის, თითქოსდა იქ ვიღაც დემოკრატიულ არჩევნებს ატარებს, სახელმწიფო არსებობს. დედამიწის ზურგზე ვერ იპოვით სახელმწიფოს, რომლის მოსახლეობა 35 ათასია.
– 6 ივლისს ობამა და მედვედევი თუ ისაუბრებენ სარკოზის გეგმის შეუსრულებლობაზე?
– საინტერესო ვითარება იქმნება იმდენად, რამდენადაც ამ თვის ბოლოს ტალიავინის კომისიის დასკვნა დაიდება, რაც შეიძლება მოლაპარაკებების დროს პრობლემების წარმოჩენის საფუძველი გახდეს. ველოდებით, რომ განიხილება საქართველოს საკითხიც და დიდი მნიშვნელობა აქვს ამ კომისიის დასკვნას, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რა სტრატეგია აქვს შემუშავებული შეერთებულ შტატებს საკუთარი პარტნიორი ქვეყნების ინტერესების დასაცავად, რამდენად პრიორიტეტული შეიძლება იყოს საქართველო ამ მოლაპარაკებებზე.
– რა შედეგი შეიძლება დადოს ტალიავინის კომისიამ?
– ტალიავინის კომისია, სავარაუდოდ, ამ კონფლიქტს მიუდგება იმის მიხედვით, თუ ვინ დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები ომის პერიოდში. თუ ტალიავინის კომისია ობიექტურად მიუდგება ვითარებას, ეს ყველაფერი უნდა შეფასდეს, როგორც ინტერვენცია რუსეთის მხრიდან, როგორც ტერიტორიების ოკუპირება, ეთნოწმენდა, მაგრამ ასევე ველოდები, რომ შეიძლება, საქართველოს ხელისუფლება იყოს დადანაშაულებული კონფლიქტის ესკალირებასა და ომის პროვოცირებაში.
– რა მოხდება, თუ ჩვენი ხელისუფლება იქნება დადანაშაულებული?
– სხვა ქვეყნის მიტაცება, ინტერვენცია, ოკუპაცია და ეთნოწმენდა გაცილებით დიდი დანაშაულია, ვიდრე რომელიმე ხელისუფლების მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი. თუ ასეთი დასკვნა იქნება, ჩვენმა საზოგადოებამ პასუხი უნდა მოსთხოვოს თავის ხელისუფლებას იმაზე, რომ მან საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ გამოიყენა ძალა, რადგან სამხრეთ ოსეთიც და აფხაზეთიც ჩვენი ტერიტორიაა. ეს შიდა პოლიტიკაა. ის, რაც რუსეთმა გააკეთა, საერთაშორისო დანაშაულია და ამაზე საერთაშორისო საზოგადოებას მოუწევს პრინციპული პასუხის მოთხოვნა რუსეთისგან. ასეთ შემთხვევაში უმკაცრესად უნდა დადგეს ჩვენი ტერიტორიებიდან რუსული ჯარების გაყვანის საკითხი. თუ რუსეთი ამას არ შეასრულებს და დასავლეთი ისევ თვალებს დახუჭავს, ეს დემოკრატიული საზოგადების სერიოზული მარცხი იქნება.

კავშირი ტეგთან: ირაკლი სესიაშვილი

კავშირი ტეგთან: ირაკლი სესიაშვილი

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content

სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა

რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 