asdas
ცნობილი ადამიანები

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

ამერიკელი ჯარისკაცი ხელისუფლებას ჩაბარდა
მოლაპარაკება
ამერიკელი ჯარისკაცი ხელისუფლებას ჩაბარდა

2011-11-22 20:59:19



მეამბოხე ამერიკელი ჯარისკაცი ათსაათიანი მოლაპარაკების შედეგად ხელისუფლებას ჩაბარდა. მას აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების შრივერის ბაზის ტერიტორიაზე შენობა ხელში ჰქონდა ჩაგდებული. აღნიშნული ბაზა ქალაქ დენვერიდან (კოლორადოს შტატი) სამხრეთით, 100 კილომეტრში მდებარეობს. 21 წლის სამხედრო მოსამსახურე პისტოლეტით იყო შეიარაღებული. ავიაბაზის წარმომადგენლის ჯენიფერ ტიბოს თქმით, ახალგაზრდა, რომელმაც ავიაბაზის უსაფრთხოების სამსახურში დაახლოებით სამი წელი იმუშავა, ჩაიკეტა შენობაში, სადაც თანამშრომლები მორიგეობისთვის ემზადებოდნენ. მთელი პერსონალი ევაკუირებული იქნა. მაგრამ ბაზის ოპერატიული მოღვაწეობა დარღვევების გარეშე გაგრძელდა. გარე სამყაროსთან ურთიერთობისთვის მცველმა გამოიყენა როგორც მობილური, ასევე შენობაში დამონტაჟებული ხაზის ტელეფონი, - აზუსტებს `სი-ენ-ენი~. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ფსიქოლოგები. ახალგაზრდას ტაბელური იარაღი არ გამოუყენებია და მრავალსაათიანი მოლაპარაკების შედეგად დანებება გადაწყვიტა. მოსამსახურის სახელი და წოდება არ ხმაურდება, მაგრამ ცნობილია, რომ ადრე მასზე საქმე სამოქალაქო სასამართლოში იყო აღძრული, რასაც მისი განთავისუფლება შეიძლება გამოეწვია. სავარაუდოა, რომ მცველს განწირული ქმედებისკენ სწორედ ამან უბიძგა. აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების შრივერის ბაზა, სამხედრო თანამგზავრების მუშაობაზე კონტროლს ახორციელებს. იგი ჯიპიესის გლობალურ სისტემაში შედის.

Content on this page requires a newer version of Adobe Flash Player.

Get Adobe Flash player

კავშირი ტეგთან: ამერიკა
დღის სიახლეები
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს

Alternative content

online