| ქალი და მამაკაცი |

ირანის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ფართომასშტაბიანი მანევრები ქვეყნის აღმოსავლეთ ოლქებში დაიწყეს. წვრთნები 800 ათას კვადრატულ კილომეტრზეა გადაშლილი. მას `ისლამური რევლუციის მცველთა კორპუსის~ ბრიგადის გენერალი, ფარზად ისმაილი ხელმძღვანელობს. მანევრები რამდენიმე ეტაპად ტარდება და ოთხი დღე გაგრძელდება, მასში ამოქმედებულია `საბრძოლო, სადაზვერვო და ოპერატიული ქვედანაყოფების დიდი რაოდენობა, ზურგის უზრუნველყოფის მრავალრიცხოვან ქვედანაყოფებს თუ არ ჩავთლით, - იუწყება ირანული ტელეარხი პრეს-ტვ. მასშტაბური მანევრები მას შემდეგ ტარდება, რაც ირანის მიმართ მორიგი მუქარა გაისმა. ვაშინგტონმა თეირანს სასწრაფო ულტიმატუმი წაუყენა: შეაჩეროს ბირთვული პროგრამა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამერიკელები ხელს აიღებენ ისრაელის შეკავებაზე. ისრაელმა კი უკვე მილიარდობით აშშ დოლარი დახარჯა, რათა ისეთი იარაღი შექმნას, რომელსაც ირანის `დაყრუება და დაბრმავება~ შეუძლია. აშშ-ის ხელისუფლებამ თეირანს ბირთვული პროგრამის შეჩერებისთვის დრო 2012 წლის გაზაფხულამდე მისცა. ინფორმაციას ამის შესახებ ერთ-ერთი ებრაული გაზეთი ავრცელებს. სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ 2012 წლის გაზაფხულისთვის, როდესაც აშშ-ის არმია ერაყის ტერიტორიას დატოვებს, ისრაელს უკვე არ დასჭირდება აშშ-ის თანხმობა იმაზე, რომ მისმა ვერტმფრენებმა ერაყის საჰაერო სივრცის გავლით ირანისკენ გზა გაიარონ. ისრაელის განზრახვის სერიოზულობაზე - დარტყმა მიაყენოს ირანს - ამ ქვეყნის პრესა აქტიურად წერს. ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს ამერიკული ინტერნეტგვერდ `დეილი ბესტ-ის~ პუბლიკაციას იმასთან დაკავშირებით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, სანამ ირანი ატომურ ბომბს ქმნის, ისრაელმა ათობით მილიარდი დოლარი დახარჯა იმისთვის, რომ მაღალტექნოლოგიური ელექტრონული და კიბერტექნოლოგიური იარაღი შექმნას, რომელიც, შესაძლოა, ირანის წინაღმდეგ იქნეს მიმართული და რომელსაც მისი `დაბრმავება და დაყრუება~ შეუძლია. ამავე დროს, პენტაგონის ხელმძღვანელმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ ისრაელის იერიშმა ირანზე, შესაძლოა, მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ ორი წლით შეაკავოს.

|
დღის სიახლეები
24-05-2012
24-05-2012
|
რა მოსწონთ თქვენ მეგობრებს
|
Alternative content



სოხუმის რაიონში სამი რუსი სამხედრო მოკლეს
აფხაზურ არმიაში სწავლება მიმდინარეობს
თურქებმა სამხედრო ტექნიკა გვაჩუქეს
საწვრთნელი გაწვევის დროს რეზერვისტი გარდაიცვალა












რუსებმა აფხაზეთში დაჯავშნული სამხედრო ტექნიკა შეიყვანეს
გიორგი ანწუხელიძე _ 23 წლის ქართველი ჯარისკაცი, რომელიც მტრებმა ვერ დააჩოქეს
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი აფეთქდა 

ბარაქ ობამამ ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოინახულა
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა გაიზარდა
რუსეთში ავიაგამანადგურებელი "სუ-30" ჩამოვარდა
ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებას არ გამორიცხავს
სამხედრო სავალდებულო სამსახურის ვადა 15 თვემდე იზრდება
რატომ ასაიდუმლოებენ ქართველი ჯარისკაცების მდგომარეობას ავღანეთში
ახალაიას დეტალებზე საუბარი არ სურს _ რას გვპირდებიან ამერიკელები
სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა დაიწყო 






































































































